peoplepill id: karlo-inasaridze
KI
Germany Georgia Russia
1 views today
1 views this week
Karlo Inasaridze
ქართველი ჟურნალისტი და მწერალი

Karlo Inasaridze

The basics

Quick Facts

Intro
ქართველი ჟურნალისტი და მწერალი
A.K.A.
Carlo Inasaridze
Work field
Gender
Male
Death
24 July 2007 (aged 87 years)
Age
87 years
The details (from wikipedia)

Biography

კარლო ინასარიძე (დ. 15 ნოემბერი, 1919 — 24 ივლისი, 2007) — მწერალი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე.

ბიოგრაფია

კარლო ინასარიძე ქუთაისის მაზრის სოფელ კუშუბოურში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სოფელ მიქელეფონში მიიღო. 1929 წლიდან ინასარიძეების ოჯახი ლანჩხუთში გადავიდა საცხოვრებლად. 1937 წელს მან წარმატებით დაამთავრა ლანჩხუთის საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში განაგრძო.

21 წლის ახალგაზრდა 1940 წლის 27 მაისს, როდესაც ის მესამე კურსის სტუდენტი იყო, „წითელ არმიაში“ გაიწვიეს, სადაც კურსანტად მსახურობდა. ომის დაწყების პირველივე დღიდან ფრონტზე იბრძოდა, 1941 წლის აგვისტოში კიევის მახლობლად ტყვედ ჩავარდა. „ვერმახტის“ ტყვეობაში გატარებული ორი ჯოჯოხეთური წლის შემდეგ ქართველი ემიგრანტების დახმარებით სიკვდილს გადაურჩა და ახალ შექმნილ „ქართულ ლეგიონში“ ჩაერთო, რომელსაც შალვა მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა. ამ ფაქტის გამო იგი საბჭოთა კავშირის მტრად იქცა და მრავალი წლის მანძილზე იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა.

ვიკიციტატა
„მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვითვლებოდი „არასასურველ პირად“ „ბოლშევიკებისათვის“, რაც გზას მიღობავდა სამშობლოსაკენ“

— მწუხარებით იხსენებდა კარლო ინასარიძე.

II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქალაქ ზალცბურგში დარჩა, 1945 წელს კი მიუნხენში გადავიდა საცხოვრებლად. 1946-52 წლებში მიუნხენში სწავლობდა იურისპუდენციას, ფილოსოფიას, კინოსა და თეატრის ისტორიას, 1951 წელს მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხიც, სადოქტორო დისერტაცია რუსეთ-საქართველოს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს ეძღვნებოდა.

კარლო 1953 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა რადიო „თავისუფლების“ ქართულ რედაქციაში, აღნიშნული რადიოსადგურის საშუალებით იგი „თაბოროძის“ ფსევდონიმით ათეული წლის განმავლობაში ესაუბრებოდა საქართველოს. 1963-დან 1984 წლამდე კი თავად ხელმძღვანელობდა „თავისუფლების“ ქართულ რედაქციას. იყო ემიგრაციაში მოქმედი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1953 წლიდან პერიოდულად გამოსცემდა პარტიის ჟურნალ „მესამე დასსა“ და „მებრძოლ საქართველოს“. არის არაერთი წიგნის, მონოგრაფიის, პუბლიკაციისა თუ რადიოგადაცემის ავტორი, რომელთა მთავარი თემა საქართველო და მის გარშემო მიმდინარე მოვლენები იყო. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ემიგრაციულ ჟურნალ „თანამემამულის“ დაარსებაშიც.

1984 წელს მიუნხენში გამოსცა რადიოდოკუმენტაციის სქელტანიანი კრებული სახელწოდებით "პატარა ოქროს ხანა" – ასე უწოდებს ავტორი 1918-1921 წლების საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდს. კრებულში გამოქვეყნებულია მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, განხილულია ამ პერიოდისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები, დამოუკიდებლობის აქტი, საქართველოს პირველი კონსტიტუცია, აქვე იბეჭდება აუდიოფირზე ჩაწერილი ინტერვიუები ცნობილ ემიგრანტებთან: გენერალ კვინიტაძესთან, პავლე სარჯველაძესთან, რევაზ გაბაშვილთან, ნიკო ურუშაძესთან.

კარლო ინასარიძე საკმაოდ გვიან დაოჯახდა. ცოლად გერმანელი ქალი შეირთო, რომელთანაც ორი ქალიშვილი — ეთერი და თამარი ეყოლა. 1968 წელს მეუღლე მოულოდნელად გარდაეცვალა. ობლად დარჩენილი გოგონები მარტომ აღზარდა და საქართველოს სიყვარული ჩაუნერგა. 1988 წელს კარლო ინასარიძე პარიზში დაბადებულ ქართველ ქალზე, თინა პატარიძეზე დაქორწინდა და მისის სახით ნამდვილი მეგობარი და თანამოაზრე შეიძინა. 1996 წლის ოქტომბერში, თითქმის სამოცწლიანი განშორების შემდეგ, მეუღლესთან ერთად სამშობლოს ეწვია, მოინახულა მშობლიური სოფელი, რამდენიმე დღე დარჩა ქუთაისში და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა გერმანიაში.

კარლო ინასარიძე გარდაიცვალა 2007 წლის 24 ივლისს 88 წლის ასაკში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ღვაწლი და პირადი ცხოვრება

კარლო ინასარიძე ოჯახთან ერთად მიუნხენში ცხოვრობდა, მაგრამ ის საფრანგეთში ლევილის მამულში ქართველი ემიგრანტების არქივის შემგროვებელი, დამცველი და დიდი მოამაგე იყო. ხელმძღვანელობდა ლევილის უმდიდრეს ბიბლიოთეკას. ის იყო უკანასკნელი მოჰიკანი იმ თაობისა, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, მაგრამ მთელი თავიანთი ცხოვრება საზღვარგარეთ გაატარეს. თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია ეკეთებინათ თავიანთი სამშობლოსათვის სასიკეთო საქმე. სწორედ მისი ანდერძის შესაბამისად გადმოეცა საქართველოს (ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს) არქივი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ კარლო ინასარიძის პირად არქივს, არამედ წლობით ნაგროვებ მასალას ევროპელი ემიგრანტებისა, რაც პირადი ძალისხმევითა და რუდუნებით არის თავმოყრილი.

მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან ადრე დატოვა სამშობლო, არასდროს დაუკარგავს იმედი სამშობლოში დაბრუნებისა და მთელი სიცოცხლე ქართულ საქმის კეთებას შესწირა. ის მუდმივად ცდილობდა, საქართველოსათვის სასარგებლო საქმე ეკეთებინა. სწორედ მისი თაოსნობითა და მხარდაჭერით თბილისში ჩამოიტანეს პარიზის შადრევანი ე.წ. „ვალასის წყარო“, რომელიც დღეს თბილისში ერეკლეს მოედანს ამშვენებს, ხოლო საკუთარი სოფლის, კუშუბაურის, გაუქმებული ეკლესიისათვის მან გამოგზავნა გერმანიაში ჩამოსხმული დიდი ზარი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმს კი საჩუქრად გადასცა როდენის „მოაზროვნის“ პარიზში ჩამოსხმული ასლი.

საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის, ნაყოფიერი საქველმოქმედო მოღვაწეობისა და საეკლესიო მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, კარლო ინასარიძეს 1996 წელს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.

ლიტერატურა

  • ინასარიძე, კარლო (1984). პატარა "ოქროს ხანა": საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიუნხენი. 

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Karlo Inasaridze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Karlo Inasaridze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes