Quantcast
peoplepill id: isidore-kvitsaridze
IK
1 views today
4 views this week
Isidore Kvitsaridze

Isidore KvitsaridzeBiography, Georgian writer

Georgian writer
Isidore Kvitsaridze
The basics

Quick Facts

Intro Georgian writer
Was Writer Publisher
From Georgia Russia
Type Business Journalism Literature
Gender male
Birth 11 August 1870
Death 1937 (aged 66 years)
The details

Biography

ისიდორე კვიცარიძე გრიგოლის ძე (დ. 11 აგვისტო, 1870, ოფურჩხეთი — გ. დეკემბერი, 1937) — საზოგადო მოღვაწე, მწერალი, გამომცემელი. „მესამე დასის“ წევრი 1893-1897 წლებში. რეპრესირებული. მამა — მღვდელი გრიგოლ სამსონის ძე კვიცარიძე. წერდა ფსევდონიმებით: „ისო“, „ქუთათური მწიგნობარი“, „არიძე“, „ის-არიძე“. მეგობრობდა ქართველ მწერლებსა და პოეტებთან, მათ შორის აკაკი წერეთელთან, ცისფერყანწელებთან.

1899 წელს ქუთაისში სხვებთან ერთად დააარსა სამრეწველო-სავაჭრო ამხანაგობა „კოლხიდა“, რომელიც სოფლის მეურნეობის რამდენიმე სფეროში მუშაობდა, მათ შორის არის: მეაბრეშუმეობა, მებამბეობა, მეხილეობა, მეღვინეობა. 1900-იან წლებში ისიდორე კვიცარიძემ ამავე სახელწოდებით საგამომცემლო და პრესის გავრცელების კანტორა შექმნა. „კოლხიდა“ ბეჭდავდა პერიოდულ გამოცემებს, საგანმანათლებლო და ლიტერატურული ჟანრის წიგნებს. პრესას და გამოცემებს ავრცელებდა ქუთაისის გუბერნიის მთელ ტერიტორიაზე.

1907 წლის 22 მარტს ხელისუფლებამ „კოლხიდა“ დახურა და მისი გამოცემების კონფისკაცია მოახდინა. მოგვიანებით, 1908 წელს ისიდორე კვიცარიძე ჟანდარმერიამ დააპატიმრა. ეროვნულ არქივში დაცულ ჟანდარმერიის ბარათში დაკავების მიზეზი მითითებული არ არის, თუმცა იმდროინდელ პრესაში დაკავების მიზეზად არალეგალური ლიტერატურის გავრცელებაა დასახელებული. კვიცარიძეს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ის საგამომცემლო და პრესის გავრცელების საქმეს დაუბრუნდა და პრესის კანტორა „იმერეთი“ დააფუძნა. ამ კანტორას ხშირად სტუმრობდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. დღემდე არაერთი საინტერესო ფოტოა შემორჩენილი. საქართველოს გაასაბჭოების შემდეგ, 1922-1923 წლებში ისიდორე კვიცარიძემ ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები გამოცემები საქართველოს მუზეუმს გადასცა.

ისიდორე კვიცარიძე 1934 წლის 17 ივნისს დააპატიმრეს და მისი ქონების კონფისკაცია მოახდინეს. 1937 წელს კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 1902 წლიდან „მენშევიკების“ პარტიის წევრობის ბრალდებით. მის წინააღმდეგ გამოიყენეს ჩხრეკის დროს აღმოჩენილი მიმოწერა ემიგრანტებთან - საფრანგეთში მცხოვრებ ზაქრო ჩაჩუასა და გერმანიაში მცხოვრებ გელაზანიასთან. მისი სახლიდან ამოიღეს ნოე ჟორდანიას წიგნი „ვეფხისტყაოსნის კრიტიკა“, რომელიც, ბრალდების თანახმად, მას ჩაჩუამ გამოუგზავნა. 1937 წლის დეკემბერში ისიდორე კვიცარიძეს შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატის „ტროიკამ“ დახვრეტისა და ქონების კონფისკაციის განაჩენი გამოუტანა. განაჩენი მალევე აღსრულდა.

საარქივო წყარო

  • საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდი 153, აღწერა 3, ბარათი 2159

ლიტერატურა

  • ნიკოლოზ საღარაძე. ეროვნული არქივის ფოტოკოლექცია. თბილისი, 2014. გვ. 18-19.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
comments so far.
Comments
arrow-left arrow-right arrow-up arrow-down instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube stumbleupon comments comments pandora gplay iheart tunein pandora gplay iheart tunein itunes