peoplepill id: iona-tuskia
IT
France Georgia
1 views today
1 views this week
The basics

Quick Facts

Work field
Gender
Male
Star sign
Place of birth
Ozurgeti, Georgia
Place of death
Paris, France
Age
61 years
The details (from wikipedia)

Biography

იონა ირაკლის ძე ტუსკია (დ. 24 დეკემბერი, 1901, ოზურგეთი — გ.8 ოქტომბერი, 1963, პარიზი) — ქართველი კომპოზიტორი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1968).

ბიოგრაფია

1926 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია მ. იპოლიტოვ-ივანოვის საკომპოზიციო და მ. ვასილიევის სავიოლინო კლასებით. მოგვიანებით, 1931 წელს, ლენინგრადის კონსრევატორია. ი. ტუსკია, შ. თაქათაქიშვილთან და გრ. კილაძესთან ერთად, პირველი კომპოზიტორი იყო, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს საქართველოში კამერულ-ინსტრუმენტალურ ჟანრს.

ჯერ კიდევ 1922 წელს დაარსდა ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავდა ფართო მასებში ეროვნული პროფესიული მუსიკის პროპაგანდას. ამ საზოგადოებამ ჩამოაყალიბა სიმებიანი ორკესტრი, რომლის ინიციატორები იყვნენ ახალგაზრდა კომპოზიტორები, ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტები: გრიგოლ კილაძე, შალვა თაქთაქიშვილი და მასთან ერთად იონა ტუსკაია. თავდაპირველად ისინი უკრავდნენ ორკესტრში, შემდგომ დირიჟორობდნენ. სწორედ ამ ორკესტრისათვის შექმნა ახალგაზრდა კომპოზიტორმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები „ჩელა“. მისივე „გველისმჭამელი“ და „მარშ-გროტესკი“, ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელოვანის დიდი ღვაწლი თეატრსა და კინოში. მან მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „ლამარა“, „არსენა“, „ოტელო“, „დიდი ხელმწიფე“ და სხვა. კინოფილმები: „დარიკო“ და „ნარინჯის ველი“.

წლების განმავლობაში იონა ტუსკაია იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. მან აღზარდა დღეს საყოველთაოდ ცნობილი კომპოზიტორები: რევაზ გაბიჩვაძე, გრიგოლ კოკელაძე, სულხან ნასიძე, ოთარ გორდელი და სხვები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დაკრძალულია მისი მეუღლე ირინე ნიკოლოზის ასული მდივანი (დ. 23 ნოემბერი, 1907, თბილისი — გ. 20 ივლისი, 1964, იქვე).

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 329, თბ., 1994
The contents of this page are sourced from Wikipedia article on 26 Mar 2020. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Iona Tuskia is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Iona Tuskia
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes