Quick Facts
Intro | Georgian writer |
Was | Writer Scientist |
From | Georgia Russia |
Field | Literature Science |
Gender | male |
Birth | 16 November 1853, Ziari |
Death | 27 January 1921, Tbilisi, Georgia (aged 67 years) |
Biography
ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი (დ. 16 ნოემბერი, 1853, სოფ. ზიარი, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ. 27 იანვარი, 1921, თბილისი) — ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
1891 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, სამშობლოში დაბრუნდა და 1918 წლამდე პროვიზორად მუშაობდა ქ. ახალქალაქში. ალხაზიშვილის თხზულებანი 1875 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა „ბუნება და ცხოვრება“ (1897), „მტკვარი, ჭოროხი, რიონი“ (1912-1914), „სამკურნალო მცენარენი საქართველოში“ (1899), „ვარძიის მონასტერი“ და სხვა. ალხაზიშვილს წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში: „საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები“, 1913; „ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია“, 1915; „ბუნების ლექსიკონი“, 1916. მისი თაოსნობით რამდენიმე სოფელში გაიხსნა სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო, ახალქალაქში — ქართული გიმნაზია.
ლიტერატურა
- კეკელიძე კ., ილია ალხაზიშვილი, „მნათობი“, 1953, № 11
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 346, თბ., 1975 წელი.
