peoplepill id: g-ordzhonikidze
GO
Russia
1 views today
1 views this week
G.  Ordzhonikidze
Russian musicologist

G. Ordzhonikidze

The basics

Quick Facts

Intro
Russian musicologist
A.K.A.
Givi
From
Work field
Gender
Male
Star sign
GeminiGemini
Birth
9 June 1929, Tbilisi, Georgia
Death
17 May 1984, Moscow, Russia (aged 54 years)
Age
54 years
The details (from wikipedia)

Biography

გივი ორჯონიკიძე (დ. 9 ივნისი 1929, თბილისი — გ. 17 მაისი, 1984, მოსკოვი) — ქართველი მუსიკის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (1974-1984). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ასაფიევის სახელობის საკავშირო (1984) და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის (1988) პრემიების ლაურეატი. გივი ორჯონიკიძე დასაფლავებულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. გივი ორჯონიკიძის ხსოვნას ეძღვნება გია ყანჩელის ლიტურგია „ქარით დატირებული“.

ბიოგრაფია

გივი ორჯონიკიძის მამა — შიო ორჯონიკიძე, პარტიული მუშაკი იყო, რომელიც დახვრიტეს 1937 წელს. დედა — ნინო ლაფერაშვილი, პიანისტი, 1937 წელს გადაასახლეს ყაზახეთში, აკმოლინსკის სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკში (А.Л.Ж.И.Р.), საიდანაც 8 წლის შემდეგ დაბრუნდა. გივი გაზარდა ბებიამ — ვერა ამბრიაშვილმა. გივი ორჯონიკიძემ საშუალო სკოლა 1947 წელს ოქროს მედლით დაამთავრა.

1952 წელს ორჯონიკიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, საქართველოს ისტორიის განხრით, აკადემიკოს ნიკოლოზ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო ერთი წლის შემდეგ 1952 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი მუსიკისმცოდნეობის სპეციალობით, ვ. დონაძის ხელმძღვანელობით. მოგვიანებით მოსკოვში ესწრებოდა გამოჩენილი მეცნიერების ვ. ცუკერმანისა და ლ. მაზელის ლექციების კურსს, როგორც თავისუფალი მსმენელი.

1956-1968 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც მიჰყავდა დასავლეთ ევროპისა და საბჭოთა მუსიკის ისტორიის კურსი. 1959 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ანდრია ბალანჩივაძე“. 1963 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1968-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1974-1984 წლებში იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. იყო სსრკ-ის კომპოზიტორთა კავშირის მდივანი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს IX და X მოწვევის დეპუტატი, იუნესკოს საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს იურიდიული კომისიის წევრი.

სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა თუ სიმპოზიუმში, როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (უმეტესწილად გერმანიაში), აგრეთვე კანადაში, იაპონიასა და ავსტრალიაში. 1984 წლის მაისში გფრ-ში ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დასასრულს, თავი იჩინა მძიმე სენმა და მოსკოვში დაბრუნებისთანავე აღესრულა. გივი ორჯონიკიძე დასაფლავებულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

1982-1983 წლებში ჟურნალ „სოვეტსკაია მუზიკას“ ფურცლებზე გამოქვეყნებული წერილებისთვის მიენიჭა ასაფიევის სახელობის საკავშირო პრემია (1984 წელს გარდაცვალების შემდეგ) და ფალიაშვილის სახელობის პრემია წიგნებისთვის „აღმავლობის გზის პრობლემები“ და „თანამედროვე ქართული მუსიკა ესთეტიკისა და სოციოლოგიის შუქზე“ (1988 წელს).

შემოქმედება

გივი ორჯონიკიძეს ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე დაწერილი აქვს 250-ზე მეტი ნაშრომი. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს: მონოგრაფიებს, მრავალრიცხოვან შრომებს სამეცნიერო კრებულებში, საჟურნალო სტატიებს, როგორც სამეცნიერო, ისე მუსიკალურ-კრიტიკული და პუბლიცისტური ხასიათის, საგაზეთო პუბლიკაციებს, შესავალ წერილებსა და ანოტაციებს პარტიტურებისა და აუდიოჩანაწერების გამოცემებისთვის, სცენარებს დოკუმენტური ფილმებისთვის, ასევე, ავტობიოგრაფიულ მოთხრობებს. გივი ორჯონიკიძე არის ავტორი მრავალრიცხოვანი რადიო და ტელეგადაცემებისა (მათ შორის ქართული ხალხური სიმღერის, ქართული პროფესიული და საბჭოთა მუსიკის შესახებ კიოლნის (გფრ) რადიოში). მისი ინტერესების წრე მოიცავდა მუსიკალური კულტურის თითქმის ყველა სფეროს - ფოლკლორსა და პროფესიულ მუსიკას, ე.წ. საესტრადო მუსიკას, მუსიკალურ შემსრულებლობას, მუსიკის ესთეტიკასა და ფილოსოფიას, სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიას. განსაკუთრებით იზიდავდა თეატრი, წერდა არამარტო მუსიკალურ თეატრზე, არამედ გამოქვეყნებული აქვს სტატიები დრამატულ თეატრსა და კინოზე. საქართველოს ფილოსოფიის ინსტიტუტში მოღვაწეობის დროს (1967-1984) შესრულებული აქვს სამეცნიერო შრომები, რომლებშიც განხილულია ვაგნერის, ჰანსლიკის, ლანგერის, ადორნოს, დალჰაუზის და ა.შ. ფილოსოფიურ-ესთეტიკური კონცეფციები მშვენიერის, ტრაგიკულის, დროის კატეგორიები მუსიკაში და სხვა. აგრეთვე, არის არაერთი რუსულ-გერმანული სამეცნიერო კრებულის რედაქტორი.                                   

გივი ორჯონიკიძე განსაკუთრებული ინტერესით იკვლევდა ანდრია ბალანჩივაძის და გია ყანჩელის, ასევე, პროკოფიევის, შოსტაკოვიჩის, ბეთჰოვენის, ვერდის და ვაგნერის შემოქმედებას.

ინტერნაციონალისტად აღიარებული გივი ორჯონიკიძე მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ასპექტით სწავლობდა ეროვნული მუსიკალური კულტურის პრობლემას. ამ თემას მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართულ ენაზე შექმნილ ორ წიგნში: „აღმავლობის გზის პრობლემები“ (1977) და „თანამედროვე ქართული მუსიკა ესთეტიკისა და სოციოლოგიის შუქზე“, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, 1985 წელს გამოვიდა. „ერების შერწყმის“ შედეგად, „ერთიანი საბჭოთა კულტურის კონცეფციის“ საპირისპიროდ, ორჯონიკიძე ქმნის „ეროვნული მუსიკალური კულტურის კონცეფციას“, მიიჩნევს რა, რომ ეროვნული, როგორც მხატვრულის მიშვნელოვანი ელემენტი, ხელოვნების მსოფლმხედველობრივ საფუძველში დევს.        

გივი ორჯონიკიძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ საზღვარგარეთაც, განსაკუთრებით გერმანიაში, როგორც რიჰარდ შტრაუსის შემოქმედების ღრმა მკვლევარი — საბჭოთა კავშირში ერთადერთი და მსოფლიოში ერთ-ერთი ამ კომპოზიტორის არც თუ მრავალრიცხოვან მკვლევართა შორის. ორჯონიკიძის „შტრაუსიანა“ მისი შემოქმედების საუკეთესო ფურცლებს წარმოადგენს. მისი ინიციატივით განხორციელდა ოპერა „სალომეს“ დადგმა თბილისის საოპერო სცენაზე.                

თავისი ინოვაციური სამეცნიერო იდეებითა და ღრმა კვლევებით გივი ორჯონიკიძემ გაამდიდრა ქართული და საბჭოთა მუსიკისმცოდნეობა, აღნიშნა ამ მეცნიერების განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში მის სახელს უკავშირდებოდა.   

საზოგადოებრივი საქმიანობა

გივი ორჯონიკიძე ასპარეზზე გამოვიდა რთულ, მაგრამ უაღრესად საინტერესო პერიოდში, ქართული კულტურის და მუსიკის აღმავლობის ხანაში, როცა სამოღვაწეო ასპარეზზე გამოჩდნენ ე.წ. 60-იანელები — ბიძინა კვერნაძე, სულხან ნასიძე, ნოდარ გაბუნია, გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, ხოლო მოგვიანებით — იოსებ კეჭაყმაძე, იოსებ ბარდანაშვილი და სხვ. ამავე დროს მოღვაწეობას აგრძელებდნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები — ალექსი მაჭავარიანი, ანდრია ბალანჩივაძე, რევაზ ლაღიძე, სულხან ცინცაძე და სხვანი. ეს იყო ერთგვარი „თაობათა ბრძოლა“, როცა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ განსხვავებული მხატვრული ტენდენციები და ესთეტიკური პოზიციები. ახალმა თაობამ თავის მთავარ „იდეოლოგად“ გივი ორჯონიკიძე აღიარა, რადგან იგი თავისი პუბლიკაციებითა და საჯარო გამოსვლებით აქტიურად უჭერდა მხარს ქართული მუსიკის განახლების იდეას.                                     

გივი ორჯონიკიძის საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარედ (1974-1984) დანიშვნის შემდეგ. მისი ძალისხმევა ყოველთვის მიმართული იყო ქართული კულტურის საერთაშორისო სარბიელზე გამოფენის ხელშეწყობისკენ. ამის საშუალებას მას აძლევდა მონაწილეობა უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ფესტივალებში, კონფერენციებსა და კოლოქვიუმებში, სადაც ხშირად მიზნობრივი თემატიკის მიუხედავადაც კი ახერხებდა ეროვნული ინტერესების დაცვას. ამის ერთ მაგალითად იკმარებდა მისი გამოსვლა კიოლნის რადიოთი (გფრ) გერმანულ ენაზე ქართული ხალხური სიმღერისა და თანამედროვე პროფესიული მუსიკის შესახებ, ან მისი ურთიერთობა კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) ბიბლიოთეკასთან, რომელიც მან მოამარაგა ქართული გრამფირფიტებითა და ნოტებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი არის მის მიერ თბილისში ორგანიზებული საკავშირო და საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმები „ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხული“ (1975), საბჭოთა მუსიკის საკავშირო ფესტივალი (1981), ამიერკავკასიისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების, მოსკოვისა და ლენინგრადის ახალგაზრდა კომპოზიტორთა კამერული მუსიკის ფესტივალი (1982), საკავშირო საავტორო უფლებათა სააგენტოს ხაზით უცხოელ მუსიკალურ გამომცემელთა და ფილარმონიულ და ხმის ჩამწერ ფირმათა წარმომადგენელთა მოწვევები. მათმა დიდმა ნაწილმა იმპრესარიოების როლი შეასრულა ქართული მუსიკის ცალკეულ წარმომადგენელთა (კომპოზიტორთა და შემსრულებელთა) საერთაშორისო სარბიელზე გაყვანის საქმეში. მისი ინიციატივით შეიქმნა ბავშვთა ინტერნაციონალური გუნდები ახალციხეში, ცხინვალსა და სოხუმში. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი აქცია — თბილისში დასავლეთ ბერლინის სახელგანთქმული საერთაშორისო ფესტივალის გენერალური დირექტორის მოწვევა იყო. სწორედ ეკჰარდის იმჟამინდელი მოგზაურობა, ძველი და ახალი ისტორიის, მუსიკის, მხატვრობის და კინო და სათეატრო ხელოვნების გაცნობა გახდა საფუძველი 1988 წლის შემოდგომაზე დასავლეთ ბერლინში გამართული ქართული კულტურის გამოფენისა.

ბიბლიოგრაფია

1.«Отелло» А. Мачавариани - 1958,Москва,«Государственное музыкальное издательство»

2.«А. Баланчивадзе» -1959, Москва,«Государственное музыкальное издательство»

3. «Фортепианные сонаты Прокофьева» - 1962, Москва,«Государственное музыкальное издательство»

4.«Андрей Баланчивадзе» - Очерк жизни и творчества.1967,Тбилиси, «Литература да хеловнеба»

5.«Оперы Верди на сюжеты Шекспира» - 1967, Москва, «Музыка»

6. «აღმავლობის გზის პრობლემები”. (ქართული მუსიკის შესახებ 1974-77წლებში შექმნილი მასალების კრებული) - 1978, თბილისი, “ხელოვნება”7.“თანამედროვე ქართული მუსიკა ესთეტიკისა და სოციოლოგიის შუქზე” - 1985, თბილისი, “ხელოვნება”

გივი ორჯონიკიძისადმი მიძღვნილი მუსიკალური და ლიტერატურული ნაწარმოებები

გივი ორჯონიკიძეს ეძღვნება არაერთი მუსიკალური თუ ლიტერატურული ნაწარმოები.

  • გია ყანჩელი — ლიტურგია დიდი სიმფონიური ორკესტრისა და სოლო ალტისთვის „ქარით დატირებული“. პირველი შემსრულებლები — იური ბაშმეტი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით (თბილისი, 1988).
  • სულხან ნასიძე — სიმებიანი კვარტეტი  N4. პირველი შემსრულებელი — საქართველოს სახელმწიფო დამსახურებული სიმებიანი კვარტეტი (თბილისი, 1989)       
  • იოსებ ბარდანაშვილი - კანტატა „მწუხრის ლოცვანი“ შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, 5 ნაწილად, სახარების (I) გებიროლისა (II) და დაო დე ძინის (III,IV,V,) სიტყვებზე.
  • ზინაიდა ხაბალოვა — სიმფონია N3 სიმებიანი ორკესტრისა და დასარტყამთა ჯგუფისათვის. პირველი შემსრულებელი — მოსკონცერტის კამერული ორკესტრი, სამხატვრო ხელმძღვანელი ი. ჟუკოვი (მოსკოვი, 1989).                    
  • გია ყანჩელი - „წერილები მეგობრებს“ — წერილი გივი ორჯონიკიძეს. პირველი შემსრულებელი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი (2017).

ასევე გივი ორჯონიკიძისადმი მიძღვნილია სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები:

  • ნატალია ზეიფასი. მონოგრაფია „საგალობლები. გია ყანჩელის მუსიკის შესახებ“ (რუსულ ენაზე), 1991, მოსკოვი, გამომცემლობა „სოვეტსკი კომპოზიტორ“.                                 
  • ვსევოლოდ ზადერაცკი. „კულტურა და ცივილიზაცია, ხელოვნება და ტოტალიტარიზმი“. ჟურნალი „სოვეტსკაია მუზიკა“, 1990, N9. 
  • გალინა დრუბაჩევსკაია. პოეტური სტრიქონები ციკლიდან „In memoriam“. „Сквозь бессоницы“ (1996, მოსკოვი, გამომცემლობა „კომპოზიტორი“).     

ოჯახი 

  • მეუღლე: ნათელა იაშვილი
  • შვილი: ელისო ორჯონიკიძე
  • სიძე: ავთანდილ ვარსიმაშვილი
  • შვილიშვილები: მარიამ ვარსიმაშვილი, გიორგი ვარსიმაშვილი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 02 Jan 2020. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
G. Ordzhonikidze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Reference sources
References
G. Ordzhonikidze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes