peoplepill id: dimitri-gedevanishvili-1
DG
Georgia Russia Russia
3 views today
6 views this week
Dimitri Gedevanishvili
Georgian soil scientist

Dimitri Gedevanishvili

The basics

Quick Facts

Intro
Georgian soil scientist
A.K.A.
დიმიტრი გედევანიშვილი
Work field
Gender
Male
Place of death
Tbilisi, Georgia
Age
74 years
The details (from wikipedia)

Biography

დიმიტრი პანტელეიმონის ძე გედევანიშვილი (დ. 19 ნოემბერი [ძვ. სტ. 2 დეკემბერი] 1884, კირბალი, გორის მაზრა — გ. 20 დეკემბერი, 1958, თბილისი) — ქართველი ნიადაგთმცოდნე, პროფესორი (1930), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1943). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1950). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1956).

ბიოგრაფია

დიმიტრი გედევანიშვილმა დაამთავრა ნოვოალექსანდრიის (პოლონეთი) სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი (1914). 1910-1912 წლებში მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის, აზიისა და ამიერკავკასიის ნიადაგების გამომკვლევ ექსპედიციებში, რომლებსაც აკადემიკოსი კონსტანტინე გლინკა ხელმძღვანელობდა.

დაღესტანში მუშაობდა ოლქის აგრონომად. შემდეგ იყო ნიადაგთმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე თსუ-ში (1919-1929) და ერთდროულად (1921-1924) — თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ნიადგთმცოდნეობის კათედრას. გედევანიშვილმა გამოიკვლია საქართველოს მევენახეობისა და მეჩაიეობის რაიონები, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგები. მისი ხელმძღვანელობით შედგა საქართველოს ნიადაგების რუკები.

გედევანიშვილი იყო ნიადაგთმცოდნეობის საკავშირო საზოგადოების საქართველოს განყოფილების უცვლელი თავმჯდომარე. დაჯილდოებულია 2 წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

თხზულებები

  • გედევანიშვილი დ., ნიადაგმცოდნეობა, ტფ., 1935;
  • გედევანიშვილი დ., ნიადაგმცოდნეობის კურსი, თბ.,1955;
  • გედევანიშვილი დ., ნიადაგთმცოდნეობის კურსი, თბ., 1961 (თანაავტ.:გ. ტალახაძე);
  • გედევანიშვილი დ., ტფილის-ბაკურიანის მარშრუტის ნიადაგები = Почвы маршрута Тифлис-Бакуриани = Soils of the Tiflis-Bakuriani route, ტფ., 1930.

ლიტერატურა

  • თოდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 33, თბ., 1978 წელი.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Dimitri Gedevanishvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Dimitri Gedevanishvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes