Quantcast
peoplepill id: davit-berdzenishvili
DB
1 views today
2 views this week
Davit Berdzenishvili
Georgian politician

Davit Berdzenishvili

Davit Berdzenishvili
The basics

Quick Facts

Intro Georgian politician
A.K.A. David Berdzenishvili
Is Politician
From Georgia Russia
Field Politics
Gender male
Birth 4 August 1960, Batumi, Georgia
Age 61 years
Star sign Leo
Politics Republican Party of Georgia
Family
Siblings: Levan Berdzenishvili
The details (from wikipedia)

Biography

დავით ბერძენიშვილი (დ. 4 აგვისტო, 1960, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია

დავით ბერძენიშვილმა წარჩინებით დაამთავრა ბათუმის მე-9 საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის სპეციალობით. იყო პოლიტპატიმარი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად 1978 წლის 21 მაისს არალეგალური „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ შექმნისა და 1979 წელს ამ ორგანიზაციის ორგანოს, ჟურნალ „სამრეკლოს“ 2 ნომრის გამოცემისთვის 1983 წლის 23 ივნისს სუკმა დააპატიმრა. 1984 წლის 20 აპრილს საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლი, თავი — განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაული) პარტიის სხვა ხელმძღვანელთა ნაწილთან ერთად გაასამართლა და მიუსაჯა 2 წელი. სასჯელი სრულად მოიხადა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. მორდოვეთის პოლიტპატიმართა ბანაკში ЖХ 385/3-5 (1984-1985). გათავისუფლდა დახასიათებით „გამოსწორების გზას არ დაადგა“. მიუსაჯეს 6 თვით ადმინისტრაციული ზედამხედველობა ქალაქ ბათუმში. გორბაჩოვის გახელისუფლების შემდეგ შექმნილი პირობების გამოყენებით, დავით ბერძენიშვილმა 80-იანი წლების მეორე ნახევარში შემოიკრიბა თანამოაზრეთა მძლავრი ჯგუფი ბათუმში, აჭარაში. 1990-1992 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატი ბათუმის საარჩევნო ოლქიდან (ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრი“, სახალხო ფრონტი, რესპუბლიკელები). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი (ფრაქცია „რესპუბლიკელები“), ამავდროულად 1991-96 წლებში იყო აჭარის ავტონომური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი (ფრაქცია „აჭარა“. რესპუბლიკელები, სახალხო ფრონტი). 2000-2005 წლებში იყო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე. 2002-2004 წლებში — თბილისის საკრებულოს წევრი და ბლოკის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში — პარლამენტის წევრი და კონსერვატორებთან ერთად შექმნილი ფრაქციის — „დემოკრატიული ფრონტის“ თანათავმჯდომარე. 2012-2016 წლებში — საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე. 2017 წლის 24 დეკემბერს, პარტიის XVII ყრილობაზე კვლავ აირჩიეს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრად.

პირადი და ოჯახური ცხოვრება

არის ფილოლოგის და პოლიტიკოსის — ლევან ბერძენიშვილის ძმა. ჰყავს მეუღლე ნინო ინწკირველი (1962) და სამი შვილი: ლევანი (1988), ზურაბი (1991) და ანასტასია (2000).

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 25 Mar 2020. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Reference sources
References
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00004207/
http://www.parliament.ge/ge/mp/2428
Sections Davit Berdzenishvili

arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes