peoplepill id: aleksandre-bukhnikashvili
AB
Georgia Russia
2 views today
7 views this week
Aleksandre Bukhnikashvili
Georgian geologist and geophysicist

Aleksandre Bukhnikashvili

The basics

Quick Facts

Intro
Georgian geologist and geophysicist
Work field
Gender
Male
Place of birth
Surami
Place of death
Tbilisi
Age
73 years
The details (from wikipedia)

Biography

ალექსანდრე ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი (დ. 22 მაისი/4 ივნისი, 1909, სურამი, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი ― გ. 1 მაისი, 1983, თბილისი), ქართველი გეოლოგი და გეოფიზიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968). თეატრმცოდნის და მწერლის გრიგოლ ბუხნიკაშვილის უმცროსი ძმა.

ბიოგრაფია

ა. ბუხნიკაშვილმა 1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი. 1937 წლამდე ეწეოდა გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევას საქართველოს მუნიციპალიტეტებში. 1937-1953 წლებში იყო ხელმძღვანელ საბჭოთა და პარტიულ სამუშაოზე. 1953-1972 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. ძირითადი მეცნიერული შრომები აქვს დედამიწის ქერქისა და სასარგებლო წიაღიაეულის გეოფიზიკური მეთოდებით (ელექტროძიება) კვლევის დარგში. გეოფიზიკის ინსტიტუტში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სეტზვის ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავება-დანერგვის საქმეს, რისთვისაც მას, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, 1969 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.

1972-1975 წლებში იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე. 1975 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იყო საქართველოს II და III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულის შრომის წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, 2 „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, აგრეთვე მედლებით.

ა. ბუხნიკაშვილი დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 597, თბ., 1977 წელი.
  • ვ. ჯავრიშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 513, თბ., 1997 წელი.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Aleksandre Bukhnikashvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Aleksandre Bukhnikashvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes