Zurab Janelidze
Quick Facts
Biography
ზურაბ ჯანელიძე (დ. 13 აპრილი, 1965) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1996), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბიოგრაფია
ზურაბ ჯანელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1991 წელს. 1991–2007 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად და კითხულობდა სალექციო კურსს გემორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრაზე; 2007–2011 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. არის ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2010–2014 წლებში უძღვებოდა გეოგრაფიის მიმართულებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1996 წელს თემაზე: „კოლხეთის დაბლობის სანაპირო ზონის საინჟინრო გეომორფოლოგია და გეოეკოლოგია“. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: გეომორფოლოგია-გეოეკოლოგია; პალეოგეოგრაფია; ზღვის სანაპირო პროცესები; გაუდაბნოების პროცესი საქართველოში; სპელეოლოგია; კლიმატის ცვლილების გავლენა ლანდშაფტზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.
ბიბლიოგრაფია
- საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონა : რეტროსპექტრულ-პროგნოზული ანალიზი. თბ., 2015.