peoplepill id: zurab-doijashvili
ZD
Georgia Israel
1 views today
1 views this week
Zurab Doijashvili
Georgian singer

Zurab Doijashvili

The basics

Quick Facts

Intro
Georgian singer
Work field
Gender
Male
Place of birth
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Soviet Union, Georgia
Place of death
Tel Aviv, Tel Aviv District, Israel
Age
57 years
Instruments:
The details (from wikipedia)

Biography

ზურაბ დოიჯაშვილი (დ. 17 აგვისტო, 1963, თბილისი — გ. 14 თებერვალი, 2021, თელ-ავივი) — ქართველი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა სიმღერებით — „მელიქიშვილის გამზირი“, „მენატრება თბილისი“, „ამოდი, მზეო“, „მიყვარს ყველაფერი ძველი“, „ფიფქის გოგონა“, „მარტი“, „ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი“ და სხვ. უკრავდა ფორტეპინოსა და გიტარაზე.

ბიოგრაფია

ზურაბ დოიჯაშვილი დაიბადა 1963 წლის 17 აგვისტოს თბილისში, პედაგოგი დედისა და მშენებელი მამის ოჯახში. პროფესიით თავადაც მშენებელი იყო.

მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიმღერით „სად არ ვიყავი, სად არა“. დიდი პოპულარობა მოუტანა ზურაბ მანაგაძის სიმღერამ „მელიქიშვილის გამზირი“. გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ, აგრეთვე მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში, შესრულებული აქვს როლი ქართულ ტელესერიალში „ცხელი ძაღლი“.

2012-2015 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 2018 წელს ფინანსური პრობლემების გამო დოიჯაშვილი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ისრაელში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში მას ამი­ოტრო­ფუ­ლი გვერ­დი­თი სკლე­რო­ზის დიაგნოზი და­უს­ვეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მომღერალი თვეების განმავლობაში თელ-ავივის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

გარდაიცვალა 2021 წლის 14 თებერვალს თელ-ავივში, ისრაელში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. 22 თებერვალს თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. იყო ისრაელის მოქალაქე.

დარჩა მეუღლე — ქეთი ვადაჭკორია და სამი შვილი.

2020 წლის დეკემბერში ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

2021 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ დოიჯაშვილის სახელი ეწოდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „На 58-м году жизни скончался известный грузинский певец Зураб Доиджашвили“. Ekhokavkaza.com. 14 თებერვალი, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი, 2021.
  2. რატომ დაჰყავდა 82 წლის ბებია სკოლაში ზურა დოიჯაშვილს ქართული. Ambebi.ge (15 მარტი, 2022).დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი, 2022.
  3. „ზურა დოიჯაშვილი: „მგონია, რომ სანამ ცოცხალი ვარ, რამეს მოვახერხებ““. Fortuna.ge.
  4. „მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა“. Formulanews. 14 თებებერვალი, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი, 2022.
  5. ნინო გიგიშვილი (4 მარტი, 2021). „„ახლა ვაცნობიერებ, რომ მარტო დავრჩი...““. Ambebi.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი, 2021.
  6. „ზურაბ დოიჯაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს“. „ახალი თაობა“. 25 თებერვალი, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი, 2022.
  7. „ზურა დოიჯაშვილი ისრაელის მოქალაქე გახდა — რა სამსახური იშოვა ემიგრაციაში გაჭირვებას გაქცეულმა მომღერალმა“. „რეიტინგი“. 5 აგვისტო, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი, 2022.
  8. „ჩვენ ყველა ერთად დავაბრუნებთ ზურას საქართველოში – თბილისში ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა“. „ალია“. 18 დეკემბერი, 2021.
  9. „თბილისში სერგო ფარაჯანოვის, კახი კავსაძისა და ზურა დოიჯაშვილის ქუჩები იქნება“. Tabula.ge. 8 სექტემბერი, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი, 2022.
  10. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, შოთა ნიშნიანიძის გასასვლელისთვის მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (7 სექტემბერი, 2021).დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი, 2022.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Menu Zurab Doijashvili

Basics

Introduction

ბიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lists

Also Viewed

Lists
Zurab Doijashvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Zurab Doijashvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes