Zhaneta Vardzelashvili
Quick Facts
Biography
ჟანეტა ვარძელაშვილი (დ. 26 დეკემბერი, 1960, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სლავური ენების სპეციალობით.
სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატური სწავლების მეთოდიკების კათედრის უფროსი მასწავლებელი. ამავე კათედრისა და თანამედროვე რუსული ენის კათედრის დოცენტი. დაწყებითი განათლების მეთოდიკების კათედრის გამგის მოადგილე. სლავური ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. თანამედროვე რუსული ენის კათედრის პროფესორი. „ენები და ლიტერატურა“ პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ქართული და ევროპული ენების პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის, რუსისტიკის ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი. დოქტორანტთა სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2022 წლიდან — საერთაშორისო ორგანიზაციის, QS Global Academic Survey-ს ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და რამდენიმე სახელმძღვანელო. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია ლექსიკოგრაფიულ პრაქტიკაში სხვადასხვა ტიპის ლექსიკონის შედგენა, ლექსიკურ-სემანტიკური თეორიის კვლევა. იყო რუსეთის ფედერაციის პედაგოგიურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი (2006). საქართველოს პედაგოგიური აკადემიის წევრი (2008). არის პუშკინის სახელობის საერთაშორისო პრემიის ორგზის ლაურეატი
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „არსებითი სახელების კონსტრუქციულად განპირობებული მნიშნელობები“, დაიცვა 1995 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „სამყაროს მეტაფორული სურათი“, დაიცვა 2004 წელს.
რესურსები ინტერნეტში
- ჟანეტა ვარძელაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი