Zeinab Kedia
Quick Facts
Biography
ზეინაბ კედია (დ. 8 ივლისი, 1921, სტამბოლი — გ. 20 თებერვალი, 2016, პარიზი) — ქართველი ემიგრანტი საფრანგეთში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის (განსაკუთრებული რაზმის სამმართველოს) ხელმძღვანელის მელქისედეკ კედიას ქალიშვილი, პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე ლევან ზურაბიშვილის მეუღლე,საქართველოს მე-5 პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის დედა.
ბიოგრაფია
ზეინაბ კედია აგრაფინა თავართქილაძისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის (განსაკუთრებული რაზმის სამმართველოს) ხელმძღვანელის მელქისედეკ კედიას ქალიშვილი იყო.
კედიების ოჯახი საქართველოში ბოლშევიკური წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ამ დროს მელქისედეკ კედიას მეუღლე - აგრაფინა თავართქილაძე ზეინაბზე ფეხმძიმედ იყო. ოჯახი 4 წლის მანძილზე ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა. აქვე, 1921 წლის 8 ივლისს სტამბოლში დაიბადა ზეინაბ კედია. ოჯახი თურქეთიდან პარიზში გაემგზავრა. ზეინაბ კედიამ საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფ „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილზე, ლევან ზურაბიშვილზე იქორწინა. ზეინაბ კედია საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, 1986 წელს ჩამოვიდა.
ზეინაბ კედია 2016 წლის 20 თებერვალს, 94 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა.