peoplepill id: zaza-khalvashi
ZK
1 views today
2 views this week
The basics

Quick Facts

The details (from wikipedia)

Biography

ზაზა ფრიდონის ძე ხალვაში (დ. 17 მაისი, 1957, ბათუმი —გ. 4 თებერვალი, 2020)— ქართველი კინორეჟისორი.

ბიოგრაფია

ზაზა ხალვაში დაიბადა 1957 წლის 17 მაისს, ბათუმში, ცნობილი პოეტის ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ლიტერატურათმცოდნეობის განხრით, ასევე საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით 1983 წელს (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო).

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელერადიო დეპარეტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მაღალმთიანი რაიონების რესურსცენტრის უფროსად, 2007 წლიდან არის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

მხატვრული ფილმები

  • ჟამი("საქართველოს ტელეფილმების სტუდია", 1985),
  • აქ, ჩვენთან ("ქართული ფილმი", 1990),
  • მიზერერე („ქართული ფილმი“ და კომპანია „ვერძი“, 1996),
  • ისევ სსრ კავშირში (სამი სერია, აჭარის ტელევიზია, 2000.),
  • მგლების ხორუმი (ტელეკომპანია „იმედი“, 12 სერია, 2003)

პრემიები და პრიზები

  • მონპელიეს (საფრანგეთი) ხმელთაშუაზღვის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის "ვერცხლის პრიზით" (1992წ.)
  • მიუნჰენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის "არსენალი" დიპლომით საუკეთესო რეჟისურისათვის, (1993წ.)
  • მიუნჰენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალზე "არრე" ჟიურის სპეციალური პრიზით (1994წ.)
  • ბაბელსბერგის (გერმანია)ახალგაზრდული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზით საუკეთესო უცხოური ფილმისათვის (1992წ.)
  • მოსკოვის (რუსეთი) ახლაგზარდული საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით საუკეთესო დებიუტისათვის (1992წ.)
  • მოსკოვის (რუსეთი) XIX საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზით პირველი ფილმისათვის (1992წ.)
  • პარიზი (საფრანგეთი) სპეციალური პრემიერა საფრანგეთის კინოცენტრში
  • ფილმი "მიზერერე" დაჯილდოვდა რიგის (ლატვია) საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზით (1977წ.) ასევე ანაპა (რუსეთი) სნგ და ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომით (1997წ.)
  • ბათუმი (საქართველო) საერთაშორისო კინოფესტივალის "ოქროს არწივი" პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის და საუკეთესო სცენარისათვის (1997წ.), ბერლინი (გერმანია) სპეციალური ჩვენება პროგრამით "ახალი ევროპული კინო" 1998 წ. ფილმი ნაჩვენები იქნა სპეციალური პროექტის ფარგლებში "თანამედროვე ქართული კინო" აშშ-ი, რუსეთში, ამიერკავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში 1996-1998წწ.
  • ფილმი "ჟამი" კიევის (უკრაინა) სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის (1982წ.)
  • მხატვრული ტელეფილმი "მგლების ხორუმი" 2003 წელს გავრცელდა აშშ-სა და ევროპის გაქირავებისა და საკაბელო მაუწყებლობის ქსელში.

ზაზა ხალვაშის ფილმები ასევე ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Menu Zaza Khalvashi

Basics

Introduction

ბიოგრაფია

მხატვრული ფილმები

პრემიები და პრიზები

რესურსები ინტერნეტში

Lists

Also Viewed

Lists
Zaza Khalvashi is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Zaza Khalvashi
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes