peoplepill id: yasuhiro-kojima-1
YK
Japan
1 views today
1 views this week
Yasuhiro Kojima
Japanese linguist and kartvelologist

Yasuhiro Kojima

The basics

Quick Facts

Intro
Japanese linguist and kartvelologist
Places
Gender
Male
Place of birth
Awara, Fukui Prefecture, Japan
Age
48 years
Residence
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Soviet Union, Georgia
Education
University of Tokyo
Tbilisi State University
The details (from wikipedia)

Biography

იასუჰირო კოჯიმა (იაპონ. 児島 康宏: დ. 18 თებერვალი, 1976, ავარა, ფუკუის პრეფექტურა, იაპონია) — იაპონელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი და მთარგმენლი. ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტის ლექტორი. იაპონიის საელჩოს ატაშე საქართველოში 2008–2018 წლებში.

ბიოგრაფია

დაიაბადა 1976 წლის 18 თებერვალს ქალაქ ავარაში, ფუკუის პრეფექტურაში. 1994–1998 წლებში სწავლობდა ტოკიოს უნივერსიტეტში ზოგადი ენათმეცნიერების განხრით; 1998–2006 წლებში ამავე უნივერსიტეტის აპირანტურაში.

იასუჰირო კოჯიმა ქართული ენით ტოკიოს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაინტერესდა და ჰ. არონსონის ქართული ენის თვითმასწავლებლის (ინგლისურ ენაზე) მეშვეობით ეუფლებოდა ქართულ ენას. შემდეგ იაპონიაში, ტოკიოსთან ახლოს გაიცნო ქართული ოჯახი, სადაც კვირაში ერთხელ დადიოდა ქართული ენის სასწავლებლად.

საქართველოში პირველად 1998 წლის ზაფხულში თვენახევრით, თსუ-ში უცხოელი სტუდენტებისთვის გამართულ სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, მეორედ — 1999 წელს, ასევე ხანმოკლე დროით.

2000 წელს სასწავლებლად თბილისში გაემგზავრა. 2002 წლამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ასპირანტურაში სწავლობდა კავკასიურ ენებს., სადაც ეუფლებოდა როგორც ქართულ, ასევე მეგრულ-ჭანურ და სვანურ ენებს, პარალელურად, უნივერსიტეტში სტუდენტებს იაპონურ ენას ასწავლიდა.

2013–2018 წლებში მუშაობდა იაპონიის საელჩოს ატაშედ საქართველოში.

იასუჰირო კოჯიმა იაპონიაში წლებია აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას და დღემდე ტოკიოს უცხო ენათა ინსტიტუტში იაპონელებს ქართულად ენას ასწავლის.

2019 წელს მას გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდო გადაეცა.

მთარგმნელობითი საქმიანობა

კოჯიმა აქტიურადაა დაკავებული მთარგმნელობითი საქმიანობით. თარგმნის პროზაულ ნაწარმოებებს როგორც ქართულიდან იაპონურად, ასევე იაპონურიდან ქართულად. მან იაპონურად თარგმნა ვაჟა-ფშაველას პოემები — „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“ და „გველის-მჭამელი“, ხოლო მოთხრობებიდან „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ვერხვი“, „ჩხიკვთა ქორწილი“ და ერთ წიგნად გამოსცა 2018 წელს. იაპონურად ნათარგმნი აქვს, აგრეთვე, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (2004), ლაშა თაბუკაშვილის „მშვიდობით ქალბატონო“ (2006) და გოდერძი ჩოხელის, „დავიწყების მდინარე“ (2009).

2011 წელს იაპონურ ენაზე გამოსცა ქართული ენის სახელმძღვანელო.

პირადი ცხოვრება

იასუჰირო კოჯიმა 2013 წლიდან თბილისში ცხოვრობს. თბილისის უნივერისტეტში სწავლის პერიოდში მან გაიცნო მისი მომავალი მეუღლე, ქართველი იაპონოლოგი მედეა გოცირიძე. 2002 წელს მათ იქორწინეს და საცხოვრებლად იაპონიაში გადავიდნენ, სადაც 10 წელი დაჰყვეს. 2013 წელს ეყოლათ ვაჟი — შოთა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. KOJIMA, Yasuhiro. Research Institute for Languages and Cultures of Asia and Africa.დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2021.
  2. იასუჰირო კოჯიმას მოხსენება ილიაუნიში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (18 მარტი, 2011).დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანავრი, 2021.
  3. ქართულად ახსნილი სიყვარული და ბედნიერების იაპონური ფორმულა. „Sputnik.Georgia“ (9 მარტი, 2017).დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2021.
  4. „ალუდა ქეთელაური“. „MediaMall“ (31 ივლისი, 2018).დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი, 2020.
  5. ვინ არის იაპონელი იასუჰირო კოჯიმა, რომელიც ქართულ ენაზე, მეგრულ, სვანურ, ლაზურ დიალექტებზე საუბრობს და ტოკიოს უნივერსიტეტში იაპონელებს ქართულად საუბარსა და წერა-კითხვას ასწავლის. „თბილისელები“ (9 ივლისი, 2012).დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2021.
  6. ადამიანი, რომელსაც ორი სამშობლო აქვს. „GeoTimes“.დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2021.
  7. როგორ თარგმნა იასუჰირო კოჯიმამ ვაჟა-ფშაველა იაპონურ ენაზე და რას ვერ იგებენ იაპონელები მის მიერ ნათარგმნილ ნაწარმოებებში. „თბილისელები“ (6 სექტემბერი, 2018).დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2021.
  8. იაპონელი, რომელმაც ქართული ენა წიგნებიდან ისწავლა. „Gza.Kvirispalitra.ge“ (11 ივნისი, 2018).დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2021.
  9. იასუჰირო კოჯიმა — იაპონელი დაუჯერებელი ქართულით. „Artinfo“ (1 ივლისი, 2020).დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი, 2020.
  10. თსუ-ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიხურა. „PIA.ge“ (22 აპრილი, 2019).დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2021.
  11. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები იაპონურად ითარგმნა. „ბათუმელები“ (17 ივნისი, 2018).დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2021.
  12. „2002 წელს დავქორწინდი ქართველ გოგოზე“ - იაპონელი, რომელმაც ქართული ენა წიგნებიდან ისწავლა.დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2021.
  13. წიგნი "საქართველო", რომლითაც იაპონელი ავტორი ტოკიოში თანამემამულეებს ჩვენს ქვეყანას აყვარებს. „Ambebi.ge“ (23 ივნისი, 2013).დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი, 2021.
  14. „იაპონელებმა დროის ფასი ვიცით, ქართველებს კი დაგვიანება გიყვართ“. „კვირის პალიტრა“ (21 სექტემბერი, 2015).დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ნოემბერი, 2018.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Yasuhiro Kojima is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Yasuhiro Kojima
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes