Vladimer Gvakharia
Quick Facts
Biography
ვლადიმერ გვახარია (დ. 16 მარტი, 1923 — გ. 27 აპრილი, 1999) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1993).
ბიოგრაფია
ვლადიმერ გვახარიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1952 წელს. 1952–56 წლებში ქალაქ ლენინგრადის სახელმწიფო ჰიდროლოგიურ ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი.
მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და „საქენერგოში“. 1960 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ბოლო პერიოდში, მთავარ მეცნიერ თანამშრომლად (იყო კლიმატოლოგიის განყოფილების გამგე). წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებზე.
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1956 წელს თემაზე: „მდ. მტკვირს ზემო აუზის წყლის რეჟიმი“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1993 წელს თემაზე: „მთიანი ქვეყნების წყალსატევებიდან აორთქლების გეოგრაფიული მოდელირება“. ავტორია 90-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა, რომელთაგან 4 მონოგრაფიაა. აქვს სამეცნიერო ჯილდოები.
ბიბლიოგრაფია
- საქართველოს კლიმატის თანამედროვე ცვლილება (რედაქტორი). თბ., მეცნიერება, 1991.
რესურსები ინტერნეტში
- ვლადიმერ გვახარია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი