peoplepill id: vasil-arabidze
VA
Georgia
1 views today
2 views this week
Vasil Arabidze
Russian-Soviet-Georgian actor and revolutionary

Vasil Arabidze

The basics

Quick Facts

The details (from wikipedia)

Biography

ვასილ (ვასო) ოქროპირის ძე არაბიძე (დ. 21 თებერვალი, 1881, ზესტაფონი — გ. 8 აგვისტო, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე.

ბიოგრაფია

ახალგაზრდა ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1902 წელს გადაასახლეს, საიდანაც გაიქცა და მოხვდა მოსკოვში. იქ მან შეადგინა მებრძოლთა რაზმი, რომელიც აქტიურად იბრძოდა 1905 წლის რევოლუციის ბარიკადებზე. ამ დროს დაუახლოვდა სახელგანთქმულ რუს მომღერალს თედორე შალიაპინს.

1908 წლიდან მუშაობდა პროფესიულ თეატრში, ასრულებდა სახასიათო და დრამატულ როლებს. 1916 წელს ითამაშა პირველ ქართულ მხატვრულ ფილმ „ქრისტინეში“, უფრო გვიან – ფილმებში: „სურამის ციხე“ (1921), „მამის მკვლელი“ (1924), „ბელა“ (1927), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1934), „დავით გურამიშვილი“ (1946) და სხვა.

ვასილ არაბიძე თავის მეუღლესთან ცაცა ამირეჯიბთან ერთად დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 524.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 178.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 56,თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Vasil Arabidze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Vasil Arabidze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes