Vano Meliashvili
Quick Facts
Biography
ვანო მელიაშვილი (დ. 1896, თიანეთი ― გ. 1988, თბილისი) — ქართველი პრიმიტივისტი, XX საუკუნის თვითნასწავლი მხატვარი. დაიბადა თიანეთში. ცხოვრების ბოლო 25 წელი საბავშვო ბაღის დარაჯად მუშაობდა. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ბავშვთა სამხატვრო გალერეაში მოუწყვეს პირველი გამოფენა, რომელსაც ხელოვნების კრიტიკოსთა და დამთვალიერებელთა გამოხმაურებაც მოჰყვა.
„ვანო მელიაშვილის მანერა იმაზე მეტყველებს, რომ მას დიდი ხნის წინ ჰქონდა დაწყებული ხატვა. იგი ხატავდა ზეთის საღებავებით ტილოზე, ან ფანქრებით ქაღალდზე და მისი პერსონაჟები ბუნებით, ფოტოებით და ასევე, მისი წარმოსახვით იყვნენ შთაგონებულნი. მელიაშვილი იმავე გარემოში ჩამოყალიბდა, სადაც ფიროსმანი და როგორც ეს უკანასკნელი, თავის თავს, ქართული ეროვნული ხელოვნების ნაწილად მოიაზრებდა. მელიაშვილი იცნობდა ქართულ მოზაიკას და მის ტექნიკას, რაზეც მისი ნამუშევრები „თამარ მეფის პორტრეტი“ და „ვაჟა-ფშაველა და მისი ოჯახი“ მეტყველებენ. ხოლო მისი სცენები ფალიაშვილის ოპერიდან ქართული მინიატიურული ხელოვნების კარგ ცოდნაზე მეტყველებს“.
ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის ორგანიზებით ვანო მელიაშვილის ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2000 წლის 12–28 მაისს გაიმართა.
2015 წლის 9 იანვარს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „FACES“ — „სახეები“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული, სხვადასხვა მასალაში შესრულებული პორტრეტების ნიმუშები. გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული პორტრეტების ავტორები — გრიგორიანცი, მარადაშვილი, მელიაშვილი, ზარაფიშვილის ნამუშევრები შეტანილია მსოფლიო ნაივი მხატვრების ენციკლოპედიაში.
„Prime time, 5 აპრილი, 2010 — ნიკა თოფურიძე“ | |
() |
2000 წელს დავით ჯანელიძის რეჟისორობით კინოკომპანია „შვიდკაცამ“ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ვანო მელიაშვილი“, რომელიც მოგვითხრობს XX საუკუნის თვითნასწავლი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედაბაზე.
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
- დოკუმენტური ფილმი ვანო მელიაშვილის შესახებ — ეროვნული ფილმოგრაფია
ლიტერატურა
- მსოფლიო ნაივი მხატვრობის ენციკლოპედია