Valerian Kantaria
Quick Facts
Biography
ვალერიან ირაკლის ძე ქანთარია (დ. 23 ივნისი, 1900, სოფ. აკეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 16 ივნისი, 1973, თბილისი) — ქართველი საბჭოთა მეცნიერი, აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1957), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სკოლაში პედაგოგად, თელავის მევენახეობისა და მეღვინეობის კავაშირო ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1931–1937), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის გამგედ (1937–1973). იკვლევდა ვაზის ქირურგიის თეორიასა და პრაქტიკას, ვაზის აგროტექნიკასა და სელექციას. გამოიყვანა სუფრის ყურძნის ახალი ჯიში — „თბილისური“. არის 170 სამეცნიერო შრომის ავტორი, დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
- გეგეშიძე ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 454, თბ., 1986 წელი.
რესურსები ინტერნეტში
- ვალერიან ქანთარია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი