Vakhtang Ninua
Quick Facts
Biography
ვახტანგ ნინუა (დ. 19 სექტემბერი, 1916, ბაქო — გ. 30 დეკემბერი, 1982) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1967).
დაიბადა ბაქოში 1916 წლის 19 სექტემბერს. მამამისი, დავით ნინუა, შეძლებული პიროვნება იყო. მას ბაქოში ორი ნავთობსარეწი და კონიაკის ქარხანა ჰქონდა, სადაც თავისი სახელობის კონიაკს უშვებდა.სწავლობდა ბათუმის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიის სამსახიობო სკოლა. მეორე მსოფლიო ომის დროს 31–ე ქარხანაში ცვლის უფროსად მუშაობდა. 1946 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში, ხოლო 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც.
პირველი მეუღლე ნატალია ინაშვილი ფილმ „ბედნიერი შეხვედრის“ გადაღებების დროს ქობულეთში გაიცნო, ნატალია კავშირგაბმულობის სამინისტროს თანამშრომელი იყო, შეძლებული, მაგრამ რეპრესირებული ოჯახის შვილი.წყვილი 30 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა, ვახტანგმა მეორე მეუღლე მეგი კვერენჩხილაძე შეირთო, რომელიც ასევე ქობულეთში გაიცნო და პირველ ცოლთან განქორწინებამდეც ჰქონდა ურთიერთობა. პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ეყოლა — მარიკა და მანანა, მეორედან — ვაჟი, ოთარი.
გარდაიცვალა 1982 წლის 30 დეკემბერს, დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
ფილმოგრაფია
- 1939: „დაგვიანებული სასიძო“რეჟ. კოტე მიქაბერიძე
- 1939: „სამშობლო“ ()რეჟ. ნიკოლოზ შენგელაია
- 1940: „ქალიშვილი ხიდობნიდან“რეჟ. დიომიდე ანთაძე
- 1940:„კოლხეთის ჩირაღდნები“ ()რეჟ. დავით რონდელი
- 1941:„ქაჯანა“ რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1949: „ბედნიერი შეხვედრა“ ()რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1950: „გაზაფხული საკენში“ ()რეჟ.ნიკოლოზ სანიშვილი
- 1952: „მწვერვალთა დამპყრობნი“ ()რეჟ.დავით რონდელი
- 1954: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ ()რეჟ.ნიკოლოზ სანიშვილი
- 1956: „ჩრდილი გზაზე“ ()რეჟ.დავით რონდელი
- 1956: „ორი ოკეანის საიდუმლოება“ ()რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1957:„ოთარაანთ ქვრივი“რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1958:„მაიაკოვსკი იწყებოდა ასე...“რეჟ.კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1959:„წარსული ზაფხული“ ()რეჟისორები გენო წულაია, ნელი ნენოვა
- 1959: „განაჩენი“()რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1959:„მაია წყნეთელი“ ()რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1960:„ლევანა“()რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1961:„ბურთი და მოედანი“ ()რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1961:„უდიპლომო სასიძო“ ()რეჟ.ლევან ხოტივარი
- 1963:„პალიასტომი“()რეჟ. სიკო დოლიძე
- 1964:„ზღვის შვილები“ ()რეჟ.კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1965:„პიერი მილიციის თანამშრომელი“ ()რეჟ.დავით რონდელი
- 1965: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ ()რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1966:„შეხვედრა წარსულთან“ ()რეჟ.სიკო დოლიძე
- 1968:„ტარიელ გოლუა“()რეჟ.ლევან ხოტივარი
- 1968:„განგაში“ ()რეჟ.ნიკოლოზ სანიშვილი
- 1969: „ღიმილის ბიჭები“ () რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1970: „სემირამიდას ბაღები“ () რეჟ.სიკო დოლიძე
- 1972:„გლადიატორი“()რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1972: „ჩარი რამა“ ()რეჟ.ნიკოლოზ სანიშვილი
- 1974:„ანარეკლი“რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1976:„თვალი პატიოსანი“რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1977:„სიცოცხლე ერმილეს“რეჟ.ნიკოლოზ სანიშვილი
- 1978: „ყვარყვარე“რეჟ. დევი აბაშიძე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1958: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1967: საქართველოს სახალხო არტისტი
რესურსები ინტერნეტში
- ვახტანგ ნინუა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვახტანგ ნინუა — ეროვნული ფილმოგრაფია
- ვახტანგ ნინუა www.kino-teatr.ru-ზე
- ვახტანგ ნინუა — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- რატომ მოახსნევინა რეჟისორს ვახტანგ ნინუას შვილმა მამა სპექტაკლიდან