peoplepill id: vakhtang-beridze-1
VB
Russia Georgia
1 views today
1 views this week
The basics

Quick Facts

Work field
Gender
Male
Place of birth
Kutaisi, Georgia
Place of death
Tbilisi, Georgia
The details (from wikipedia)

Biography

ვახტანგ ვუკოლის ძე ბერიძე (დ. 30 მაისი, 1914, ქუთაისი ― გ. დეკემბერი, 2000, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1959), პროფესორი (1960). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის დირექტორი (1973-1988), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ბიოგრაფია

1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის საარქიტექტურო განყოფილება, 1936 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. ბერიძის ნაშრომებში განხილულია ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხები ადრინდელი ფეოდალური ხანიდან. მის გამოკვლევაში „სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI საუკუნეები“ (1955) ასახულია ქართული არქიტექტურის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ხოლო ნაშრომები „საბჭოთა საქართველოს არქიტექტურა“ (კრებულში Архитектура республик Закавказья, М., 1951) და „ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია“ (1955) პირველი ნაბიჯია ქართული საბჭოთა არქიტექტურის შესწავლის დარგში. ბერიძის კრიტიკული ხასიათის წერილებში, სტატიებსა და ნარკვევებში განხილულია თანამედროვე მშენებლობის, ქალაქთა ძველი რაიონების დაცვის, ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ეროვნული არქიტექტურის საკითხები.

ჯილდოები

  • 1994 — ღირსების ორდენი
  • 1986 — თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1984 — ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • 1964 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • სავანე,Ars Georgica, 1, თბ., 1942;
  • ეხვევის დედა-ღვთისა,Ars Georgica, 2, თბ., 1942;
  • თბილისის „ლურჯი მონასტერი“,Ars Georgica,3, თბ., 1948;
  • მცხეთის კათედრალის „სვეტიცხოველი“ და ქართლის მოქცევისსიუჟეტები მის ფრესკებში,საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. XV-B, თბ., 1948;
  • Против искажения истории грузинского искусства, Тб., 1949;
  • კაცხის ტაძარი,Ars Georgica, 3, თბ., 1950;
  • ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია,Ars Georgica, 4, თბ., 1955;
  • სამცხის ხუროთმოძღვრება, თბ., 1955;
  • მაღალაანთ ეკლესია, Ars Georgica, 5, თბ., 1959;
  • თბილისის ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1960;
  • თბილისის ხუროთმოძღვრება,ტ. 2, თბ., 1963;
  • გიორგი ჩუბინაშვილი, თბ., 1963;
  • ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • Искусство Советской Грузии, М., 1975 (ნ. ეზერსკაიასთან ერთად);
  • Некоторые аспекты грузинской купольной архитектуры со второй половиныX в. до концаXIII века, Тб., 1976;
  • Die Baukunst des Mittelalt ers in Georgien, Berlini, 1980 (EdithNenbauer-თან ერთად);
  • Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981;
  • ქართული ნაქარგობის ისტორიიდან, თბ., 1983;
  • XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983;
  • Давид Какабадзе, М., 1989;
  • XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994.
  • ნიკო ფიროსმანაშვილი,(წიგნი გამოსაცემად მოამზადა გ.მარსაგიშვილმა), თბ., 2007 (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენაზე).
  • ქართული კულტურის 1-ლი საერთაშორისო სიმპოზიუმი- 1st international Symposium of Georgian Culture . 21-29, 07. 2008. -თბ., 2009.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 322, თბ., 1977 წელი.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Vakhtang Beridze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Vakhtang Beridze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes