peoplepill id: tsira-baramidze
TB
Georgia
1 views today
2 views this week
Tsira Baramidze
Georgian linguist

Tsira Baramidze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian linguist
Places
Gender
Female
Place of birth
Dvabzu, Guria, Georgia
Age
62 years
Education
Tbilisi State University
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Georgia
The details (from wikipedia)

Biography

ცირა ბარამიძე (დ. 16 მარტი, 1962, სოფ. დვაბზუ, მახარაძის რაიონი) — ქართველი ენათმეცნიერი, თსუ-ის სრული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია

1979 წელს დაამთავრა ოზურგეთის რაიონის სოფ.დვაბზუს საშუალო სკოლა. 1986 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიურ ენათა სპეციალობით, ხოლო 1990 წელს ამავე უნივერსიტეტისასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დაღესტნურ ენათა მიმართულებით „ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა თაბასარანულ ენაში“. 1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში ნოდარ ანდღულაძის კლასში. 1986-2002 წლებში მუშაობდა არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა ისტორიულ-ეტიმოლოგიურ ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომლად. 1990 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია: 1990-2002 წლებში — კავკასიურ ენათა კათედრის დოცენტი, 2002-2006 წლებში — ამავე კათედრის პროფესორი, 2006 წლიდან დღემდე — კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი და ხელმძღვანელი. 2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „თაბასარანული ენის ფონემატური სტრუქტურა და მორფონოლოგიის საკითხები“. 2007 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტიტუტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. 2007 წელს ცირა ბარამიძის თაოსნობით ჩატარდა კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესი:„კავკასიური ცივილიზაცია მახლობელი აღმოსავლეთის ლინგვოკულტურულ კონტექსტში“, ხოლო 2010 წელს კი მე-2 — „კავკასიური ცივილიზაცია — ისტორია და თანამედროვეობა“. 2009 წლიდან მისი თაოსნობით გამოიცემა სამენოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიოლოგიური ძიებანი“.

ცირა ბარამიძე არის 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სამი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი.

ნაშრომები

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Menu Tsira Baramidze

Basics

Introduction

ბიოგრაფია

ნაშრომები

რესურსები ინტერნეტში

Lists

Also Viewed

Lists
Tsira Baramidze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Tsira Baramidze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes