Tengiz Janjgava
Quick Facts
Biography
თენგიზ ჯანჯღავა (დ. 25 იანვარი, 1949 — გ. 26 დეკემბერი, 1998) — ქართველი გეოგრაფი. იუნესკოსთან არსებული საქართველოს ეროვნული ოკეანოლოგიური კომიტეტის წევრი (1994)
ბიოგრაფია
თენგიზ ჯანჯღავამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1971 წელს; 1972–75 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვარგარეთის ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.
1976 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად და უფროს მასწავლებლად. ბოლო წლებში მუშაობდა უკრაინაში კონსულის მოადგილედ. სამეცნიერო მუშაობის სფეროს შეადგენდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს რეკრეაციული ბუნებათსარგებლობის და სატრანსპორტო არტერიების (პორტების) გეოგრაფიული ასპექტების შეფასების პრობლემები. 1976–92 წლებში მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 12 საზღვაო-სამეცნიერო ექსპედიცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმდებარე ტერიტორიულ წყლებში. საზღვაო რეკრეაციისა და შავი ზღვის გეოეკოლოგიური პრობლემების შესახებ გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი.
ბიბლიოგრაფია
- Южная Родезия (თანაავტორი). Москва, Мысль, 1977.
რესურსები ინტერნეტში
- თენგიზ ჯანჯღავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი