Tengiz Chikviladze
Quick Facts
Biography
თენგიზ ჩიკვილაძე (დ. 12 აგვისტო, 1983) — ქართველი ფეხბურთელი, ქუთაისის „ტორპედოს“ მარცხენა მცველი.
ჩიკვილაძე ცნობილია იმით, რომ შეტევებში წარმატებით და ეფექტურად ერთვება. მას საკმაოდ ბევრი გოლი დაუგროვდა: ლანჩხუთის „გურიას“ ფორმით 8 გოლიც გაიტანა, რაც მარცხენა მცველის კვალობაზე ჩინებული შედეგია.
კარიერა
ჩიკვილაძე უმაღლეს ლიგაში 2003 წელს თბილისის „სპარტაკის“ შემადგენლობაში გამოჩნდა. უთამაშია „ამერში“, რუსთავის „ოლიმპში“, ბოლნისის „სიონში“, თბილისის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“.
2013 წელს, მას შემდეგ რაც გაურკვეველი მიზეზების გამო „სიონიდან“ გაუშვეს და უკლუბოდ დარჩა, კლასიკური ფეხბურთის კარიერა მიატოვა და ფუტსალში გადავიდა, სადაც „GIEC“-ის შემადგენლობაში თამაშობდა. იმავე წლის ივლისში დაუბრუნდა კლასიკურ ფეხბურთს და პირველი ლიგიდან აღზევებულ ლანჩხუთის „გურიას“ შეუერთდა.
2014 წლის იანვრიდან რევაზ ძოძუაშვილის მიერ თავიდან შეკრებილი „ტორპედოს“ ღირსებას იცავს.
ტიტულები
- უმაღლესი ლიგა მეორე ადგილი (1): 2009/2010
- საქართველოს თასის ფინალისტი (2): 2009/2010, 2010/2011.
რესურსები ინტერნეტში
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი ტორპედოს ოფიციალურ საიტზე (ქართული)