peoplepill id: tamaz-lobzhanidze
TL
Russia Georgia
1 views today
2 views this week
Tamaz Lobzhanidze
Georgian Physician

Tamaz Lobzhanidze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian Physician
Work field
Gender
Male
Place of birth
Tbilisi, Georgia
Age
76 years
The details (from wikipedia)

Biography

თამაზ ლობჟანიძე (დ. 2 იანვარი, 1949, თბილისი) — ქართველი ექიმი და პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ეროვნული პრემიის ლაურეატი (2015), რუსეთის მედიკო-ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2005-).

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1974 წლებში იყო გორის მოზრდილთა პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1974–1975 წლებში, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკის ორდინატორი; 1975–1981 წლებში, ამავე ინსტიტუტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1981–1986 წლებში თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1986-2004 წლებში, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი; 2004-2006 წლებში სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორი; 2006 წლიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის შინაგან მედიცინაში პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამების ხელმძღვანელი.

1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „Сравнительное экспериментально-клиникое изучение противоатеросклеротического действия трибуспонина и тривипирина“; 2003 წელს — სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „Клинические и морфологические основы диабетической пульмопатии“.

2005 წელს აირჩიეს რუსეთის მედიკო-ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 2015 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემია სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის — „რესპირაციული მედიცინა XXI-ე საუკუნის დასაწყისში“.

არის ჟურნალების „კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა XXI“ (2006) და „საქართველოს რესპირაციული ჟურნალის“ (2007) სარედაქციო საბჭოს წევრი, აგრეთვე საქართველოს ინტერნისტთა ასოციაციისა და საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი.

თამაზ ლობჟანიძე ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეძღვნება პულმონოლოგიის, კარდიოლოგიის და დიაბეტოლოგიის საკითხებს, მათ შორის 2 მეთოდური რეკომედაცია, 2 წიგნი და 2 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი სადისერტაციო ნაშრომი აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

ბიბლიოგრაფია

  • რესპირაციული მედიცინის რჩეული საკითხები: სახელმძღვანელო — თბილისი, 2019. — 720 გვ. — ISBN 9789941814136
  • იდიოპათიური ინტერსტიციული პნევმონიები, საქართველოს რესპირაციული ჟურნალი // ტ. 13, N1. — თბილისი, 2017. — 4 — 44 გვ.
  • მორფოლოგიური ცვლილებები რესპირაციულ სისტემაში ექსპერიმენტული ინსულინდამოკიდებული დიაბეტის დროს — თბილისი, 2004. — 75 გვ.
  • ბინაზე მოვლის სახელმძღვანელო ასპექტები სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის სისტემებში(თანაავტორი). — თბილისი, ქველმოქმედი, 2004. — 20 გვ.
  • სანამ ექიმი მოვა... (თანაავტორი). — თბილისი, ქველმოქმედი, 2001. — 72 გვ.
  • ჯანმრთელი სიბერე (რედაქტორი). — თბილისი, 1999. — 219 გვ.

ლიტერატურა

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, გვ. 170, თბ., 2000.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Tamaz Lobzhanidze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Tamaz Lobzhanidze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes