Tamar Bakradze
Quick Facts
Biography
თამარ ივანეს ასულიბაქრაძე(დ. 29 დეკემბერი, 1907, სოფელი ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ― გ.18 ივნისი, 1995, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1967).
ბიოგრაფია
დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი დათბილისის რუსთაველის თეატრთანარსებული დრამატული სტუდია (ორივე 1930 წელს); 1930–1967 წლებში რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს როლები: ამალია (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), ლიდია კოვალი (ალექსანდრე კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“), ემილია (უილიამ შექსპირის „ოტელო“), კრუჩინინა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), კნეინა ჩიტუნია (შალვა დადიანის „გუშინდელი“), ქეთევან დედოფალი (სანდროშანშიაშვილის „გიორგი სააკაძე“), ზეინაბი (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ოთარაანთ ქვრივი (ილია ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით), სანათა (მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“), გერტრუდა (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვა. 1963 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
ფილმოგრაფია
- 1926: „შირვანსკაიასდანაშაული“ (ოფიცერ მირორნოვის ცოლი) რეჟ. ივანე პერესტიანი
- 1956: „ჩრდილი გზაზე“ (მაგდანა) რეჟ. დავით რონდელი
- 1961: „ენგურის ნაპირებზე“რეჟ. დავით რონდელი
ლიტერატურა
- იაშვილი ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 241, თბ., 1977 წელი.
- გვერნცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 375, თბ., 1997 წელი.
რესურსები ინტერნეტში
- თამარ ბაქრაძე — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- თამარ ბაქრაძე — ეროვნული ფილმოგრაფია