Sushana Mgelaze
Quick Facts
Biography
შუშანა მგელაძე (დ. 27 აგვისტო, 1916, ოზურგეთი — გ. 29 ნოემბერი, 2008) — ქართველი საბავშვო პოეტი.
ბიოგრაფია
შუშანა მგელაძე დაიბადა 1916 წელს ქალაქ ოზურგეთში, ქართველი მწერლის საფო მგელაძისა და ვლადიმერ მგელაძის ოჯახში. სწავლობდათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ოზურგეთის გიმნაზიაში. დიდი წვლილი შეიტანა რეგიონის, განსაკუთრებით კი კურორტ ბახმაროს აღორძინების საქმეში.
მისი შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო რვა წლის ასაკში, როდესაც დაწერა პირველი ლექსი. 1930 წელს ჟურნალ „ოქტომბრელში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „8 მარტი“, რომელმაც რუსი მწერლის ოლგა ფორშის ყურადღება დაიმსახურა. ამ დროისათვის შუშანა მგელაძე მეთოთხმეტე საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო. მისი ლექსი მალევე მეოთხე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში შეიტანეს. პოეტი ქალის პირველი წიგნი მხოლოდ 1969 წელს დაისტამბა.
გარდაიცვალა 2008 წლის 29 ნოემბერს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.