peoplepill id: soso-nemsadze
SN
1 views today
4 views this week
Soso Nemsadze
Actor

Soso Nemsadze

The basics

Quick Facts

The details (from wikipedia)

Biography

სოსო დავითის ძე ნემსაძე (დ. 7 მაისი, 1970, ოზურგეთი, საქართველოს სსრ,სსრკ) — ქართველი რეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ბიოგრაფია

სოსო ნემსაძე დაიბადა 1970 წლის 7 მაისს, ოზურგეთში. დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, სარეჟისორო სპეციალობა;შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასისტენტურა-სტაჟირება, სპეციალობით მსახიობის ხელოვნება.

მიღებული აქვს სერტიფიკატი კულტურის მენეჯმენტის კურსით. კულტურის ინსტიტუტის თეატრალური სახელოსნოს ასისტენტ-პედაგოგი (1997). 2000-2006 წლებში იყო. კულტურის ინსტიტუტის სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2002 წლიდან მუშაობდა კინოხელოვნების კოლეჯში სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელად. 2008 წლიდან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისასოცირებული პროფესორია.2013 - 2017 წლებშიგორისგიორგი ერისთავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014 წლიდან „კომედიის ფესტივალის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. „საქართველოს რეგიონალური ხელოვნების განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი (2014). მუშაობდა ა. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად,აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად, 2008 წლიდან ასოცირებულ პროფესორად.

დადგმული სპექტაკლები

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

  • ნიკოლოზ გოგოლი„რევიზორი“
  • ლევან მალაზონია „დევნილნი“
  • მარსელ პანიოლი„ტოპაზის სისტემა“
  • დავით კლდიაშვილი „მსხვერპლი“
  • გიორგი ერისთავის პიესების მიხედვით თამაზ გოდერძიშვილის„დავა, გაყრა,ძუნწი,ანუ როგორც გენებოთ“
  • გიორგი სოსიაშვილი „ცხელი აგვისტო“
  • ლელა არაბული „გვერდს ვერ ავუვლით ჩვენს ძველ სადგურებს“
  • ვანო ჩხიკვაძე „ბლეფი“
  • სოსო ნემსაძე„საქსოფონი“
  • ამელი ნოტომი „საწვავი“
  • გეორგბიუხნერი, სტანისლავ პშიბიშევსკა„დანტონი“
  • მიხეილ ჯავახიშვილი„მუსუსი“
  • არტურ მილერი„სეილსმენი“(კომივოიაჟორის სიკვდილის მიხედვით)
  • ანტონ ჩეხოვი„ალუბლის ბაღი“
  • კარელ ჩაპეკი „არქიმედეს სიკვდილი“
  • როსტომ ჩხეიძე„იის სურნელი თოვლში“

თავისუფალი თეატრი

  • შალვა დადიანი„გუშინდელნი“

ახმეტელის თეატრი

  • ჟორჟფედო„ეჭვის ჭია“
  • დავით კლდიაშვილი „მოთმინება და იმედი“
  • მიხეილ ჯავახიშვილი„თეთრი საყელო“

გლობუსის თეატრი

  • მიხეილ ჯავახიშვილი„თეთრი საყელო“
  • ნინო ნაკაშიძე„ვინ არის დამნაშავე“
  • უ. როთფუსი„გერტრუდე“

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

  • ჟან მარსანი „მა მურე“

ოზურგეთის ალექსანდრეწუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრი

  • ოთარ ბაღათურია„ამიკო“

ჭიათურისკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

  • ევგენიშვარცი„ჩვეულებრივი სასწაული“
  • მიხო მოსულიშვილი„მოპარული ახალი წლის ზღაპარი“
  • მ. ცხაკაია„მეტამორფოზები“
  • ავქსენტი ცაგარელი „ხანუმა“
  • ნინო ნაკაშიძე„ვინ არის დამნაშავე“
  • ოსკარ უაილდი„ვარსკვლავბიჭუნა“

მესხეთის (ახალციხის) ახალციხის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

  • ნინო სანდღობელაშვილი„ბამბაზიის სამოთხე“
  • მარკ ტვენი„უფლისწული და მათხოვარი“
  • მიხეილ ჯავახიშვილი„შერცხვენილნი“
  • კლოდ მანიე„ბლეზი“
  • ტენესი უილიამსი„ტოკიოს სასტუმროს ბარში“
  • აკაკი წერეთელი„ბუტიაობა“
  • ვაჟა-ფშაველა „გველის მჭამელი“
  • ჟან ანუი „ანტიგონე“
  • ნიკოლოზ გოგოლი„შეშლილის წერილები“

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

  • ირაკლი სამსონაძე „კამანის გულწითელა თეთრი მთრედი“

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრი

  • ნანუკა სეფაშვილი„გენმოდიფიკაცია“

ბოლნისის სახალხო თეატრი

  • თამაზ ჭილაძე „მკვლელობა“

სასწავლო თეატრები

  • ნინო ნაკაშიძე „ვინ არის დამნაშავე“
  • გეორგბიუხნერი „ვოიცეკი“
  • უ. როტფუსი „გერტრუდე“
  • შალვა დადიანი „გუშინდელნი“
  • ანტონ ჩეხოვი „საჯინიბოში“
  • დავით კლდიაშვილი „მსხვერპლი“
  • მარსელ პანიოლი „ტოპაზის სისტემა“
  • მიხეილ ჯავახიშვილი „მუსუსი“
  • არტურ მილერი „კომივოიაჟორის სიკვდილი“

პრიზები

  • საერთაშორისო სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების კონკურს-ფესტივალის „დებიუტის“მთავარი პრიზით (გრანპრი),
  • „ყველაზე პერსპექტიული შემოქმედი“, 2005 წელი
  • წლის საუკეთესო რეჟისორი სპექტაკლისთვის "დანტონი" 2015 წელი
  • წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება "გრან-პრი" სპექტაკლისტვის "ალუბლის ბაღი"2016 წელი

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Soso Nemsadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Soso Nemsadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes