Solomon Pavliashvili
Quick Facts
Biography
სოლომონ პავლიაშვილი (დ. 24 აგვისტო, 1959, კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი) — ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. V მოწვევის პარლამენტის წევრი 1999-2001 წლებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე 2017 წლის 15 დეკემბრიდან.
ბიოგრაფია
სოლომონ პავლიაშვილი დაიბადა 1959 წლის 24 აგვისტოს. 1982-1986 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1995-1999 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1994 წელს გაიარა საჯარო სექტორის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა (TACIS; დიდი ბრიტანეთი, ჩრდ. ირლანდია); 1990-1992 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 1976-1982 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტის ეკონომისტი. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 2016-2017 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2016 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი; 2011-2016 წლებში თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; 2003-2004 წლებში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.
2001-2003 წლებში საქართველოს ქონების მართვის მინისტრი; 1999-2001 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1993-1999 წლებში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, სოციალური დაზღვევის ინსპექციის უფროსი; 1986 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1982-1984 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და მართვის კათედრის ასისტენტი.
1999 წელს მიიღო საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის სამეცნიერო სტიპენდია. 2019 წელს დაჯილდოვდა ეკონომიკური მეცნიერების დარგში პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიით ნაშრომისთვის — „საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი: პრობლემები და პერსპექტივები“.
გამოქვეყნებული აქვს 11 მონოგრაფია და ასამდე სამეცნიერო პუბლიკაცია მაკროეკონომიკასადა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
- სოლომონ პავლიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სოლომონ პავლიაშვილი — საქართველოს პარლამენტი