peoplepill id: solomon-iordanishvili
SI
Georgia
1 views today
1 views this week
Solomon Iordanishvili
Georgian linguist

Solomon Iordanishvili

The basics

Quick Facts

The details (from wikipedia)

Biography

სოლომონ გიორგის ძე იორდანიშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1898, თელავი — გ. 26 სექტემბერი, 1953, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი, რუსთველოლოგი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის ოჯახში. სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1919 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ენათმეცნიერების განხრით). მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტში (1935-1938), 1933 წლიდანკითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში რუსთველოლოგიისა და ქართული მწერლობის შესახებ. იყო ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის მდივანი (1935-1937), განაგებდა საქართველოს სსრ განსახკომის სამუზეუმი სექტორს. მისი გამოკვლევისა და პროექტის მიხედვით 1936 წელს დადგინდა ქართული კომპოზიტების დაწერილობა, რომელიც მიღებულ იქნა სავალდებულო ნორმად სალიტერატურო ენაში.1945 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი ნაშრომისათვის "ვეფხისტყაოსნის ბალმონტისმიერი რუსული თარგმანი" (ცალკე წიგნად გამოვიდა 1964). 1946 წელს სოლომონ იორდანიშვილი მიიწვიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგედ. ამავე წლიდან ის აქტურად მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" შედგენაში, როგორცმისი ერთ–ერთი რედაქტორი და კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

რუსთველოლოგიაში სოლომონ იორდანიშვილი ეწეოდაკვლევით, მთარგმნელობით და ორგანიზაციულ მუშაობას. იყო "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენის დამდგენი კომისიის მდივანი.მრავალი ნაშრომი უძღვნა ვეფხისტყაოსნის ხელნაწერებსა და ტექსტის დადგენის საკითხებს. სოლომონ იორდანიშვილის მიერ შესრულებული "ვეფხისტყაოსნის"რუსული პწკარედი (1933, გადამუშავებული სახით გამოქვეყნდა 1966)–პოემის სრული სიტყვა–სიტყვითი თარგმანი. ამ პწკარედით არაქართველთა მიერ სარგებლობას აადვილებდი ის გარემოება, რომ მასში პოემის ყოველისტროფი, ყოველი წინადადება ლათინური ტრანსკრიფციითა და ასევე რუსული თარგმანით იყო მოცემული. პწკარედისაფუძვლად დაედო პოემის მხატვრულ თარგმანებს სხვადასხვა ენებზე: ინგლისურზე, იაპონურზე, მონღოლურზე, და ასევე საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე. ელისაბედ ორბელიანთან ერთად ფრანგულად თარგმნა ვეფხისტყაოსანი (გამოქვეყნდა 1977), 1938 წელს კი მისი და ელისაბედ ორბელიანისრედაქციითა და შესწორებებითგამოვიდა "ვეფხისტყაოსნის" მარჯორი უორდროპისეულიინგლისური თარგმანი. ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად მეცნიერულად გამოსცა დავით გურამიშვილის "დავითიანი", რომელსაც დაურთო ლექსიკონი (1931). შეადგინა გერმანული –ქართულილექსიკონი, რომელიც არ გამოცემულა. 1925 წელს ელისაბედ ორბელიანთან ერთად გამოსცა "ფრანგული ენის სახელმძღვანელო სტუდენტთათვის". გამოსცა აგრეთვე სულხან-საბა ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში" (1940) და სხვა. ნაყოფიერად იღვწოდა ლექსიკოლოგიის დარგში. მონაწილეობდა ქართულ სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში. 1930-1935 წლებში გამოსცა "რუსულ-ქართული ლექსიკონის" ორტომეული (გიორგი ახვლედიანთან ერთად), 1949 - სულხან-საბა ორბელიანის "ქართული ლექსიკონის" ერთ-ერთი ხელნაწერი. თარგმნიდა რუსულ და ევროპულ ენებიდან, აგრეთვე ქართულიდან რუსულ ენაზე ("ვისრამიანის" რუსული თარგმანი - 1949).

ლიტერატურა

  • ცაიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 201, თბ., 1980 წელი.
  • მეგრელიძე ი., რუსთველოლოგები. გვ. 301–309, "საბჭოთა საქართველო", თბილისი. 1970
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Solomon Iordanishvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Solomon Iordanishvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes