Simon Bagration-Mukhraneli
Quick Facts
Biography
სიმონ (სიმონიკა) ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 1895 — გ. 1923), ქართველი ოფიცერი, 1918–1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული არმიის როტმისტრი, წმ. გიორგის ჯვრის კავალერი, ანტი-საბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე 1921–1923წლებში.
სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. მამამისი, ლევან გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1863-1901) იყო მუხრანის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი; დედამისი, ანასტასია, კი წერეთლის ქალი. თვითონ სიმონიკამ იქორწინა ნინო ბაგრატიონ-დავითიშვილზე (1897-1969).
სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი იყოსაქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრის“ წევრი; მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საერთო-სახალხო გამოსვლების ორგანიზებაში. 1923 წელს დააპატიმრეს გენერალ კოტე აფხაზთან და სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს. სიმონ ბაგრატიონის მეუღლე მალე ციმბირში გადაასახლეს.
წყარო
- ნინო ბაგრატიონ-მუხრანელი ქაქუცასადმი მიწერილი წერილისთვის ციმბირში გადაასახლეს!. ჯორჯიან თაიმსი, 2007.02.22.