Shalva Demetradze
Quick Facts
Biography
შალვა ივანეს ძე დემეტრაძე (დ. 1907, ცხრაწყარო, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 25 ოქტომბერი, 1971, თბილისი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
სწავლობდა ჯერ ქუთაისის, ხოლო შემდეგ ზესტაფონის გიმნაზიაში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო გაზეთ „კომუნისტში“. ერთ ხანს მოღვაწეობდა გამომცემლობა „საბჭოთა მწერალში“. აქედან მოყოლებული, თითქმის 40 წელი უანგაროდ ემსახურა ქართული წიგნის გამოცემის საქმეს, ჯერ გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნებაში“, შემდეგ „მერანში“. მისი ასეთი სიყვარული ქართული წიგნისადმი შემთხვევითი არ ყოფილა. შ. დემეტრაძე ყრმობიდანვე ეზიარა ქართულ პოეზიას, ახლო ურთიერთობა ჰქონდა „ცისფერყანწელებთან“, ღურსეული მეგობრობა გაუწია ტიციან ტაბიძეს და პაოლო იაშვილს. სწორედ მას მოუწია მათი წიგნების შედგენა-გამოცემა და ამ ძვირფასი სახელების ხალხისთვის დაბრუნება.
მინიჭებული ჰქონდა საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება, ხოლო 1941-1945 წლებში სამამულო ომში მამაცობის დასტურად — მთავრობის ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994