peoplepill id: shalva-azmaiparashvili
SA
Russia
1 views today
1 views this week
Shalva Azmaiparashvili
Soviet conductor and composer (1903-1957)

Shalva Azmaiparashvili

The basics

Quick Facts

Intro
Soviet conductor and composer (1903-1957)
A.K.A.
Shalva Azmayparashvili Shalva Azmay-Parashvili
Places
Work field
Gender
Male
Place of birth
Tbilisi, Georgia
Place of death
Tbilisi, Georgia
Age
54 years
The details (from wikipedia)

Biography

შალვა ილიას ძე აზმაიფარაშვილი (დ.7 იანვარი, 1903, თბილისი — გ.17 მაისი, 1958, იქვე) — ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941).

ბიოგრაფია

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საორკესტრო (პროფესორი ა. ილინსკის კლასი), საკომპოზიციო (პროფ. ს. ბარხუდარიანის კლასი) და სადირიჟორო (პროფ. მ. ბაგრინოვსკის კლასი) განხრით, 1933 წელს კი — ასპირანტურის სადირიჟორო განყოფილება პროფ. ა. გაუკისა და ევგენი მიქელაძის ხელმძღვანელობით. 1923–1928 წლებში უკრავდა სასულე და სიმფონიურ ორკესტრებში. 1932 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირიჟორი, ხოლო 1938–1952 წლებში მთავარი დირიჟორი. 1943–1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოს სიმფონიურ ორკესტრს, 1954–1957— საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს.

აზმაიფარაშვილის მუსიკალური ხელმძღვანელობით დაიდგა მრავალი ქართული ოპერა, მათ შორია მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“ , ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“ (ორივე 1937), შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“ (1946, სახელმწიფო პრემია, 1947), გრიგოლ კილაძის „ლადო კეცხოველი“, ივანე გოკიელის„პატარა კახი“ (1943), დავით თორაძის „მთების ძახილი“ (1947) და სხვა.

აზმაიფარაშვილის მუსიკალური ნაწარმოებებია: სიმფონიური პოემა „ყვარლის მთები“ (1939), საორკესტრო სიუიტა „ძველი თბილისის სურათები“ (1941), სიმფონის (1945), ვოკალურ-სიმფონიური პოემა „ქართლი“ (1946), ოპერა „ხევისბერი გოჩა“ (1951), მუსიკალური კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1952) და სხვა. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს I-III მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ჩხიკვაძე გ., საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები, თბ., 1956;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 213-214, თბ., 1975 წელი.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 35, თბ., 1994
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Shalva Azmaiparashvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Shalva Azmaiparashvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes