Sergi Gorgadze
Quick Facts
Biography
სერგი რომანოზის ძე გორგაძე (დ. 1876, სოფელი ილემი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 10 ივლისი, 1929, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი და პედაგოგი.
ბიოგრაფია
1886 წელს შევიდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი; 1897 წელს — თბილისის სასულიერო სემინარია ხოლო შემდეგ — ყაზანის სასულიერო აკადემია.
1901 წელს მიენიჭა კანდიდატის ხარისხი. არის ავტორი რიგი ნაშრომებისა საქართველოს ისტორიის შესახებ. მანვე შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, გამოსცა ქართული ლიტერატურული ძეგლები, აგრეთვე, ქართული მართლწერის წიგნი (1916).
სერგი გორგაძის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, რომლის დიდი ნაწილიც ქეთევან და დავით აბესაძეებმა 2006 წელს შემოსწირეს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994