Savalan Mirzoev
Quick Facts
Biography
სავალან მირზოევი (დ. 29 აგვისტო, 1986, გარდაბანი) — იურისტი, პოლიტიკოსი.
2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა.
2006-2007 მუშაობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტად; 2007-2008 წლებში იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, მთავარი სპეციალისტი, აპარატის უფროსი; 2009-2013 წლებში კი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აღმასრულებელი სამდივნოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, მინისტრის წარმომადგენელი ეროვნულ/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში; 2013-2016 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 50,02% მიიღო (7735 ხმა).
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
რესურსები ინტერნეტში
- სავალან მირზოევი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სავალან მირზოევი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)