Rusudan Beridze
Quick Facts
Biography
რუსუდან ბერიძე (დ. 20 აგვისტო, 1939, ოზურგეთი, — გ. 17 მაისი, 2023, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი.
ბიოგრაფია
დაიბადა ქალაქ ოზურგეთში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ს ასპირანტურაში რიცხვთა თეორიის სპეციალობით. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „რიცხვთა წარმოდგენა რვაცვლადიანი კვადრატული ფორმებით“.
1965 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი და ლექტორი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. იყო სპიკერის მოადგილე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 1997-2005 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო.
არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენის თეორიაში, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ოჯახი
- მეუღლე — მერაბ კოსტავა (1939-1989)
- შვილი — ირაკლი კოსტავა (1961-1985)
ჯილდოები
- 1999 — ღირსების ორდენი
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
ბიბლიოგრაფია
- ალგებრა და გეომეტრია: მეთოდ. მითითებები კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი), თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1988, 83 გვ.
რესურსები ინტერნეტში
- რუსუდან ბერიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რუსუდან ბერიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2019-10-17 საიტზე Wayback Machine.