peoplepill id: razhden-khundadze
RK
Russia Georgia
1 views today
1 views this week
Razhden Khundadze

Razhden Khundadze

The basics

Quick Facts

Gender
Male
Birth
Place of birth
Georgia
Death
Place of death
Kutaisi, Georgia
Age
84 years
The details (from wikipedia)

Biography

რაჟდენ ხუნდაძე (დ. 1845, სოფ. კალაგონი (დღევანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) ―გ. 1929, ქუთაისი),ქართველი სასულიერო მოღვაწე, ქართული საეკლესიო საგალობლების ცნობილი შემკრები და შემსრულებელი, ლიტერატორი, დეკანოზი, გამოჩენილი პედაგოგის სილოვან ხუნდაძის (1860-1928) უფროსი ძმა.

ბიოგრაფია

დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ კალაგონში, მღვდელ თომა ხუნდაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში.

რაჟდენ ხუნდაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული საეკლესიო საგალობლების და ხალხური სიმღერების შეკრებასა და პოპულარიზაციაში. იყო ცნობილი ლოტბარი. საღვთო სჯულს და საეკლესიო გალობას ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიებში. 1885-1912 წლებში ქუთაისში გამოსცა ქართული საეკლესიო საგალობლების 10-ზე მეტი მნიშვნელოვანი კრებული. მათგან აღსანიშნავია: "შემოკლებული საეკლესიო ტიბიკონი" (ქუთაისი, 1887), "ღვთისმშობლის მიძინების სვინაქსარი" (ქუთაისი, 1894), "ქართული საეკლესიო გალობა გურულ-იმერულ კილოზე" (ქუთაისი, 1902), "ქართული გალობა (ლიტურღია იოანე ოქროპირისა, ვასილ დიდისა და გრიგოლ ღვთის-მეტყველისა. პარტიტურა, ნოტებზე გადაღებული გურულ-იმერულ სადა კილოზე)" (ტფილისი, 1911), "საეკლესიო ტიბიკონი" (ქუთაისი, 1910) და სხვა. რ. ხუნდაძე არჩეული იყო იმერეთის ეპარქიის სარწმუნოებრივ-საგანმანათლებლო ძმობის წევრად.

ეწეოდა აქტიურ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. "საჯავახოელი"-ს, "საჯაოხელი"-ს, "ქართველიშვილი"-ს ფსევდონიმებით ლექსებს და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ პერიოდულ პრესაში ("ივერია", "მწყემსი", "კოლხიდა", "განათლება", "ჩვენი ქვეყანა" და ა.შ.). 1905 წელს ქუთაისში გამოიცა მისი ლექსების კრებული.

ხუნდაძეს ეკუთვნის, აგრეთვე, რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის ოპერა "უცნაური ქორწილი".

რაჟდენ ხუნდაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას: არჩეული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრად. მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ნიკო ნიკოლაძესთან, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელთან (ქიქოძე), ვასილ წერეთელთან, მამია გურიელთან და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან.

ხუნდაძე გარდაიცვალა 84 წლის ასაკში, დაკრძალულია ქუთაისში.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Razhden Khundadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Razhden Khundadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes