peoplepill id: parthen-gotua
PG
Georgia
1 views today
1 views this week
Parthen Gotua
Georgian writer, publicist

Parthen Gotua

The basics

Quick Facts

Intro
Georgian writer, publicist
Places
Gender
Male
Family
Children:
The details (from wikipedia)

Biography

პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა (დ. 10 ოქტომბერი 1873, ძიმითი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2 მაისი 1936, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ჟურნალისტ-გამომცემელი, საზოგადო მოღვაწე. მწერალ ლევან გოთუას და ექიმ თამარ გოთუას მამა.

ბიოგრაფია

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. თხზულებისათვის „1889 წლის საფრანგეთის სათავადაზნაურო დარიგებები“ დააჯილდოვეს ოქროს მედლით და მიავლინეს საზღვარგარეთ. იმოგზაურა შვეიცარიაში, გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთში. 4 თვე იმუშავა საფრანგეთში, ლუვრის საპარლამენტო არქივში.

1898 წელს დანიშნეს ვლადიკავკაზის საქალაქო სასწავლებელსა და ქალთა გიმნაზიაში ისტორიის, გეოგრაფიის, პედაგოგიკის და მეთოდიკის მასწავლებლად. 1899 წლიდან პართენ გოთუა იყო ვლადიკავკაზის ქართული სკოლის ფაქტობრივი ხელმძღვანელი და ქართული საზოგადოების თავმჯდომარე. მისი თაოსნობით გაფართოვდა სკოლის შენობა, აშენდა სათეატრო დარბაზი, შეიქმნა ქართველ მსახიობთა დასი და მომღერალთა გუნდი.

1903 წელს გოთუამ მუშაობა დაიწყო თბილისში ბეჭდვითი კომიტეტის ცენზორად, თუმცა მალე დაითხოვეს "არაკეთილსაიმედოობის" გამო. 1905 დააარსა ქართული ეროვნული ორიენტაციის რუსულენოვანი გაზეთი „Возрожде́ние“, რისთვისაც იდევნებოდა ხელისუფლების მიერ. გაზეთთან თანამშრომლობდნენ იმდროინდელი პროგრესული საზოგადოების მოღვაწეები და მწერლები, მათ შორის ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი. 1907 წელს პართენ გოთუა აირჩიეს ქალაქის საბჭოს ხმოსნად. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, იღვწოდა აჭარაში ქართული სკოლების ქსელის გასაფართოებლად, თბილისში პოლიტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, შემდეგ კი — თავმჯდომარე.

პართენ გოთუა სიჭაბუკის დროიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო ასპარეზზე და აქვეყნებდა მოთხრობებს, თარგმანებსა და ნარკვევებს ჟურნალ-გაზეთებში ("ცნობის ფურცელი", "ჯეჯილი", "ივერია", "მწყემსი", "კვალი", "მოამბე" და სხვა). მის კალამს ეკუთვნის დრამები: "სიკვდილი", "სამზადისი", "კენჭისყრა", "პარტიის კაცი" და სხვა. გოთუამ შეისწავლა ფინანსურ-ეკონომიკური დარგი, აქტიურად მონაწილეობდა საქალაქო და ცენტრალური ბანკის დაფუძნებაში, რომელსაც თვითონ ჩაუდგა სათავეში. გამოუშვა ქართული გაზეთები "სავაჭრო გზა" და "ახალი დროება"; დასტამბა არაერთი ნაშრომი საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხებზე. იყო ქველმოქმედი (ეხმარებოდა ხელმოკლე ახალგაზრდა მწერლებსა და სტუდენტებს). დაიღუპა საგზაო კატასტროფის დროს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, მწერალთა ყოფილ პანთეონში.

ლიტერატურა

  • გურგენიძე დ., ჩხეიძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 79.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Parthen Gotua is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Parthen Gotua
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes