peoplepill id: otar-tukhareli
OT
Georgia
1 views today
1 views this week
Otar Tukhareli
Georgian architect

Otar Tukhareli

The basics

Quick Facts

Intro
Georgian architect
Places
Gender
Male
Place of birth
Tbilisi, Georgia
Age
74 years
The details (from wikipedia)

Biography

ოთარ გიორგის ძე თუხარელი (დ. 24 მარტი, 1922, თბილისი, — გ. 14 თებერვალი, 1997) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1922 წელს თბილისში, სამხედრო მოღვაწის გენერალ გიორგი ალექსანდრეს ძე თუხარელის და ექიმ ფეოდოსია რატიანის ოჯახში.

დაამთავრა თბილისის რკინიგზისა და სატრანსპორტო საინჟინრო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1946 წელს. 1950 წელს ჩაირიცხა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში არქიტექტორების დახელოვნების ფაკულტეტზე. ამ პერიოდში დაიწყო მისი მოღვაწეობა მოსკოვის სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებში. იგი მალე „კურორტსანპროექტის“ საპროექტო სახელოსნოში მთავარ არქიტექტორად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა დასასვენებელი სახლების, პიონერთა ბანაკების, სანატორიუმების, საავადმყოფებისა და კულტურის სახლების, ტიპური და ინდივიდუალური პროქტები. 1956 წელს სესტორეცკისა და ისიკ-კულის დასასვენებელი სანატორიუმების პროექტირებისათვის მოიპოვა საკავშირო მასშტაბით ჩატარებული ღია კონკურსის ორი პირველი პრემია. 1957 წელს მიღებულ იქნა სსრკ-ის არქიტექტორთა კავშირის მოსკოვის განყოფილების წევრად.

1960 წელს მოღვაწეობა გააგრძელა თბილისში, სადაც დაინიშნა სახელოსნოს ხელმძღვანელად, შემდეგ კი ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად. პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორის რანგში, სადაც ხელმძღვანელობდა საკურსო და სადიპლომო პროექტირებას.

ამ პერიოდში მუშაობდა საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტის კომპლექსის პროექტირებაზე, რომლის მშენებლობის დასრულების შემდეგაც, 1973 წელს სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენის (ВДНХ) ოქროს მედალი მიენიჭა.

1964 წელს დაინიშნა საქსახმშენის თავმჯდომარედ. 1970 წლიდან იყო ტიპობრივი და ექსპერიმენტალური დაპროექტების თბილისის ზონალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (ТбилЗНИИЭП) დირექტორი. ამ წლების განმავლობაში იქმნება საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების პროექტები, მათ შორის გამოირჩევა მრავალსართულიანი კარკასული პროექტი, რომელიც თუხარელის პროექტად არის ცნობილი. ამავე წლებში მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება და აგრეთვე დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1986 წელს დააარსა პერსონალური შემოქმედებითი არქიტექტურული სახელოსნო, სადაც იქმნებოდა და ხორციელდებოდა პროქტები ამიერკავკასიის მასშტაბით: აეროვაგზალი თბილისი, კარკასული საცხოვრებელი სახლების სერია თბილისის, სოჩის, კრასნოდარის, ტუაფსეს და ნოვოროსიისკის დაკვეთით.

1993 წელს არჩეულია აღმოსავლეთ ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრად. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. არის სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი.

ლიტერატურა

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, გვ. 254-255, თბილისი, 2017 წელი.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Otar Tukhareli is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Otar Tukhareli
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes