peoplepill id: otar-ghudushauri
OG
Russia
1 views today
1 views this week
Otar Ghudushauri
Georgian physician

Otar Ghudushauri

The basics

Quick Facts

Intro
Georgian physician
Places
Work field
Gender
Male
Place of birth
Stepantsminda
Place of death
Mtskheta
Age
66 years
The details (from wikipedia)

Biography

ოთარ ნასყიდას ძე ღუდუშაური (დ. 17 მაისი 1925, ყაზბეგი, — გ. 22 დეკემბერი 1991, მცხეთა) — ქართველი ტრავმატოლოგ-ორთოპედი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1982), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1953 წლიდან.

1949 წელს დაამთავრა ქალაქ ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტი. 1949-1952 წლებში მუშაობდა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ, 1952-1970 წლებში — მოსკოვში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ერთდროულად, 1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიის, ორთოპედიისა და სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრის გამგე. 1972-1975 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის რექტორი.

ღუდუშაურმა საბჭოთა კავშირში პირველმა გამოიყენა პლასტიკური ოპერაციებისათვის კორუნდული კერამიკა; დანერგა კლინიკაში ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდები — შეუხორცებელი ინფიცირებული მოტეხილობის, აგრეთვე ყალბი სახსრებისა და გრძელი ლულოვანი ძვლების დეფექტების მკურნალობა, მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრების ჩანაცვლება კონსერვირებული ჰომოტრანსპლანტატებით და სხვა.

არაკეროვანი კომპრესულ-დისტრაქციული მეთოდის შექმნისა და დანერგვისათვის მიენიჭა ლენინური პრემია. ღუდუშაურის კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატი წარმოადგენს მოტეხილობების დროს ძვლოვანის ნატეხების რეპოზიციისა და ფიქსაციისათვის, ასევე კიდურების დაგრძელებისათვის საჭირო ორთოპედიულ აპარატს.

1975 წლიდან იყო ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. 1971 წლიდან საქართველოს ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები, მათ შორის ხალხთა მეგობრობის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და მედლები. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი არის მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისებით; გადაუდებელი მიმღებითა და ჰოსპიტალური სექტორით.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Otar Ghudushauri is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Otar Ghudushauri
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes