Nodar Tsintsadze
Quick Facts
Biography
ნოდარ ცინცაძე (დ. 22 თებერვალი, 1930, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. ჰიროსიმის უნივერსიტეტის საპატიო წევრი.
1960-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი; 1960-1969 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი; 1965-1993 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე; 2004 წლიდან დღემდე პაკისტანის ლაჰორის უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან დღემდე ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი.
არის სამასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აგრეთვე ორი მონოგრაფიის: „Релятивистские нелинейные эффекты в плазме“ (1989) და „10th European School on Plasma Physics“ (World Scientific, 1991). მსოფლიოს პლაზმის ფიზიკის საბჭოს წევრი. მიღებული აქვს ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია, ღირსების ორდენი.