Nino Abuladze
Quick Facts
Biography
ნინო აბულაძე (დ. 15 სექტემბერი, 1973, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 1 მარტი, 2021, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი და პედაგოგი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1973 წლის 15 სექტემბერს თბილისში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ისტორიკოსის სპეციალობით. 1999 წლიდან მუშაობს ტიციან ტაბიძის სახელობის №43 სკოლაში. 2013 წლიდან იგი თანამშრომლობს ეროვნული შეფასებისა და გამოცდების ცენტრთან, 2014 წლიდან კი შერჩეულია Microsoft-ის მიერ, როგორც ექსპერტი და ინოვატორი მასწავლებელი. 2015 წლიდან არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის მონიტორ-კონსულტანტი ისტორიაში. 2016 წელს დასახელდა Microsoft-ის გლობალური საგანმანათლებლო ფორუმის მონაწილედ საქართველოდან. 2017 წელს დაიწყო თანამშრომლობა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან. ამავე წელს მონაწილეობდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა კონკურსის ფინალისტი. 2017 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ე.ს.გ-ს დეპარტამენტის მიერ შერჩეული იქნა იქნა საგნობრივ ექსპერტად. 2018 წლიდან „მე და საზოგადოების“ მასწავლებელია თბილისის კერძო სკოლა „ჯეჯილში“. იგი არის ისტორიის დამხარე სახელმძღვანელოს ავტორი.
ბიბლიოგრაფია
- ტესტები საატესტატო და ეროვნული გამოცდებისათვის, თბ., 2017, ISBN 9789941441660
რესურსები ინტერნეტში
- ნინო აბულაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი