Nikolay Kakurin
Quick Facts
Biography
ნიკოლაი ევგენის ძე კაკურინი (რუს. Никола́й Евге́ньевич Каку́рин დ. 1883 — გ. ივლისი, 1936) — რუსი სამხედრო მოღვაწე.
ბიოგრაფია
იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1914 წლიდან კიევის სამხედრო ოლქის მე-10 საარმიო კორპუსის შტაბის ობერ-ოფიცერი. 1915 წელს მე-5 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი, შემდეგ ბაიკალისპირეთის კაზაკთა მე-3 ბრიგადის ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი. 1917 წლიდან პოლკოვნიკი, კავკასიის მე-7 ქვეითი პოლკის მეთაური. 1918 წლიდან უკრაინის სახალხო რესპუბლიკის არმიის შემადგენლობაშია. 1920 წლიდან წითელ არმიაშია. პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის დროს იყო ტამბოვის მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი, მე-4 არმიის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, მე-3 არმიის სარდალი და დასავლეთის ფრონტის სარდლის თანაშემწე. 1921 წლიდან ტამბოვის დაჯგუფების ჯარების შტაბის უფროსი, შემდეგ შერეული საკავალერიო ჯგუფის უფროსი. 1922 წელს ბუხარა-ფერღანის რაიონის ჯარების სარდალი. 1922 წლის ბოლოდან მუშურ-გლეხური წითელი არმიის სამხედრო აკადემიის მასწავლებელი, სამხედრო-სამეცნიერო ჯგუფის უფროსი. 1925-30 წლებში ფრუნზეს სახელობის მსახედრო აკადემიის პედაგოგი. სამხედრო სტრატეგიის, ოპერატიული ხელოვნებისა და ტაქტიკის საკითხებზე შექმნილი სხვადასხვა სამეცნიერო შრომების ავტორი. რუსეთის სამოქალაქო ომის ისტორიის სამტომეულის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი. ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს 1936 წელს და დახვრიტეს იმავე წლის ივლისში.