peoplepill id: nikolai-astakhov
NA
Russia
1 views today
2 views this week
Nikolai Astakhov
Russian geographer

Nikolai Astakhov

The basics

Quick Facts

Intro
Russian geographer
Places
Work field
Gender
Male
Place of birth
Moscow, Moscow Governorate, Russian Empire, Duchy of Moscow
Place of death
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Soviet Union, Georgia
Age
82 years
Education
Tbilisi State University
The details (from wikipedia)

Biography

ნიკოლოზ ევგენის ძე ასტახოვი (დ. 12 თებერვალი, 1911 — გ. 18 ოქტომბერი, 1993) — საბჭოთა გეოგრაფი და გეოლოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1969). პროფესორი.

ბიოგრაფია

ნიკოლოზ ასტახოვმა დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი (ამჟამად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) 1937 წელს. მუშაობა დაიწყო კავკასიის მინერალურ ნედლეულთა ინსტიტუტში. 1939 წლიდან მუშაობდა დონეცკის კომპლექსურ ექსპედიციაში ქალაქ ნიჟნინაგოლჩიკის საბადოზე ჯერ მადნეულის შემსწავლელ გეოლოგად, ხოლო შემდეგ ამ სამსახურის უფროსად. კომპლექსური ექსპედიციის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში. 1942 წელს მობილიზებულ იქნა მზვერავ გეოლოგიური პარტიის სტაციონარში გამამდიდრებელი ფაბრიკის ცვლის ინჟინრად, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო გეოლოგიურ N7 რაზმში.

1944 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის ასპირანტად. დამთავრების შემდეგ დატოვებულ იქნა კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1949 წელს თემაზე: „მდ. მტკვრის ხეობის შუა დინების გეომორფოლოგია“. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მიწვეულ იქნა და წლების განმავლობაში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. აქ იგი მთლიანად სამეცნიერო მუშობაზე გადაერთო და ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი სამეცნიერო შრომა გამოაქვეყნა.

სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბაქოში 1969 წელს თემაზე: „საქართველოს რელიეფის მორფოსტრუქტურული ანალიზი“. მისი სამეცნიერო ნაშრომები შეეხო გამოყენებით გეომორფოლოგიას, საინჟინრო გეოლოგიას და სასარგებლო წიაღისეულს, რომელმაც საშუალება მისცა ჰიდრონაგებობების, საავტომობილო ნაგებობებისა და სარწყავი სისტემის დაპროექტებით სამუშაოების შესრულებას. დიდი ყურადღება დაუთმო კავკასიის ნეოტექტონიკურ საკითხებს, შავი ზღვის სანაპირო პრობლემას, რელიეფის სტრუქტურულ-გეომორფოლოგიურ ანალიზს და პალეოგეომორფოლოგიის საკითხებს.

1974–76 წლებში საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მიერ მივლინებულ იქნა სირიის რესპუბლიკაში, სადაც შეადგინა მთელი ტერიტორიის მსხვილმასშტაბიანი გეომორფოლოგიური რუკა ქვეყნის ჰიდროლოგიური შესწავლის მიზნით. შეადგინა აგრეთვე დასავლეთ სირიის მორფოსტრუქტურული სქემა. 1986–88 წლებში მუშაობდა საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში, სადაც ოქროს საძიებო სამუშაოებთან დაკავშირებით შეადგინა საქართველოს სტრუქტურულ-გეომორფოლოგიური რუკა. გეოგრაფიულ მეცნიერებაში მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებისთვის ნიკოლოზ ასტახოვს მიღებული აქვს სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების დიპლომი.

ბიბლიოგრაფია

  • Структурная геоморфология Грузии. Тбилиси, Мецниереба, 1973;
  • Вопросы прикладной геоморфологии Кавказа, М., 1979.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Nikolai Astakhov is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Nikolai Astakhov
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes