peoplepill id: nato-gabunia
NG
Russia
1 views today
1 views this week
Nato Gabunia
actor

Nato Gabunia

The basics

Quick Facts

Intro
actor
A.K.A.
Nato Gabuniya
Places
Gender
Female
Place of birth
Gori
Place of death
Tbilisi
Age
51 years
The details (from wikipedia)

Biography

ნატალია (ნატო) მერაბის ასული გაბუნია (დ. 25 (ან 26) თებერვალი(ან 3 (15) თებერვალი), 1859, გორი — გ. 29 აგვისტო , 1910, ტფილისი) — ქართველი მსახიობი. ქართული რეალისტური სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. დრამატურგ ავქსენტი ცაგარელის მეუღლე.

ბიოგრაფია

სასცენო მოღვაწეობა მშობლიურ ქალაქ გორში დაიწყო ხელოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამწრეში. 1879 წელს მსახიობად მიიწვიეს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში. ნატო გაბუნიას შესრულება გამოირჩეოდა ხალხური, ეროვნული კოლორიტით, უშუალობით, ბუნებრიობით. მას გააჩნდა ჩინებული სასცენო მონაცემები. შესანიშნავად ფლობდა მეტყველების, პლასტიკური გამომსახველობისა და სიმღერის ხელოვნებას. წარმოადგენდა ჭეშმარიტად სახალხო მსახიობს. პროფესიულ თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში, სოფლად კი — მოედნებსა და კალოებზე გლეხობისათვის გამართულ წარმოდგენებში. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ძლიერი ნებისყოფის ქალების როლების შესრულებაში. მისთვის პიესებს სპეციალურად წერდნენ ილია ჭავჭავაძე („მაჭანკალი“), აკაკი წერეთელი („კინტო“), ავქსენტი ცაგარელი („ხანუმა“), დავით კლდიაშვილი („დარისპანის გასაჭირი“).

შესრუებული აქვს შემდეგი როლები: დედა, ხორეშანი, მაჭანკალი (ილია ჭავჭავაძის „ქართვლის დედა“, „გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები“, „მაჭანკალი“), სალომე (აკაკი წერეთლის „კინტო“), ხანუმა, თალალა, ორომსე, ქალია (ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“, „როგორც მოხვალ სვინაო, ისე წახვალ შინაო“ „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ციმბირელი“), გლეხი დედაკაცი (დავით ერისთავის „სამშობლო“), კუკუშკინა (ალექსანდრე ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“), შუშანიკა, ხამფერა (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“, „ხათაბალა“) და სხვ. მონაწილეობდა ოპერეტებშიც.

ლიტერატურა

  • ბურთიკაშვილი ა., ნატო გაბუნია, თბ., 1949;
  • ნატო გაბუნია, ტფ., 1909;
  • ჯანელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 609, თბ., 1977 წელი.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 524, თბ., 1997 წელი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Nato Gabunia is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Nato Gabunia
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes