Natalya Apushkina
Quick Facts
Biography
ნატალია აპუშკინა (რუს. Наталья Борисовна Апушкина; დ. 23 ივლისი, 1936, ნოვოჩერკასკი, რსფსრ, სსრკ — გ. 27 ნოემბერი, 2005, დონის როსტოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი მწერალი. რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი (1999).
ბიოგრაფია
ნატალია აპუშკინა 1936 წლის 23 ივლისს ქალაქ ნოვოჩერკასკში დაიბადა. სწავლობდა როსტოვის ოლქის ქალაქ შახტის ალექსანდრე პუშკინის სახელობის № 2 სკოლაში. ლექსებს ბავშვობიდანვე წერდა, თუმცა საქმიანობად მშენებელ-დამპროექტებლის პროფესია აირჩია.
1955 წლიდან დონის როსტოვში ცხოვრობდა. იქვე სამშენებლო ტექნიკუმში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც ორგანიზაცია „როტსოვგრაჟდანპროექტში“ მუშაობდა, შემდეგ ქალაქის სხვასასხვა საპროექტო ორგანიზაციებში ინჟინერ-დამპროექტებლად (1962–1984). ХХ საუკუნის 70-იან 80-იან წლებში იყო მწერალთა საოლქო ორგანიზაციის ლიტერატურული გაერთიანება „დონის“ პოეტურ კლუბში „ძიება“.
ნატალია აპუშკინა მონაწილეობას იღებდა გაზეთ „Вечерний Ростов“-ის (ქართ. საღამოს როსტოვი) ლიტერატურულ კონკურსებში. გაზეთის კონკურსისათვის „Вечер одного стихотворения“ (ქართ. ერთი ლექსის საღამო) მან ლექსი „Ночная сказка“ (ქართ. ღამის ზღაპარი) დაწერა და მეორე ადგილი დაიკავა. ამ ლექსზე ცხრა კომპოზიტორმა დაწერა სიმღერა. პოეტის ნაწარმოებები იბეჭდებოდა ჟურნალში „Дон“ (ქართ. დონი), ალმანახებში „Истоки“ (ქართ. საწყისები) და „Поэзия“ (ქართ. პოეზია), კოლექტიურ კრებულში „Ростовское время“ (ქართ. როსტოვის დრო). 1991 წელს დღის სინათლეზე მისი წიგნი „Светлые тревоги“ (ქართ. ნათელი მღელვარება) გამოვიდა, ხოლო შემდეგ „Зеркала“ (ქართ. სარკეები).
ХХ საუკუნის 90-იან წლებში აპუშკინა ლიტერატურულ-შემოქმედებითი კლუბი „Созвучие“-ს (ქართ. თანაჟღერა) ორგანიზატორი იყო. 1999 წელს ის რუსეთის მწერალთა კავშირში მიიღეს. მის ლექსებზე 20-ზე მეტმა კომპოზიტორმა შექმნა სიმღერა. სიცოცხლის ბოლომდე იყო რუსეთის მწერალთა კავშირის რეგიონული მმართველობის წევრი და ლიტერატურული გაერთიანება „Созвучие“-ს თავმჯდომარის მოადგილე.
ნატალია აპუშკინა გარდაიცვალა 2005 წლის 27 ნოემბერს. დაკრძალულია დონის როსოტვის ჩრდილოეთ სასაფლაოზე.
შემოქმედება
1991 წელს როსტოვის წიგნების საგამომცემლოში ნატალია აპუშკინას პირველი წიგნი „Светлые тревоги“ (ქართ. ნათელი მღელვარება) გამოიცა. მოგვიანებით დაიბეჭდა კრებულები „Зеркала“ (ქართ. სარკეები), „Горит моё лето“ (ქართ. იწვის ჩემი ზაფხული), „Пора листопада“ (ქართ. ფოთოლცვენის დრო) და „Будет вечер“ (ქართ. ღამე იქნება). მან სულ 550-ზე მეტი ნაწარმოები შექმნა.
ნატალია აპუშკინას მოწოდება დამრიგებლობა იყო. ის ბევრს მუშაობდა ახალგაზრდა შემოქმედებთან, დაკავებული იყო პოეტური წიგნების რედაქტირებით.
შრომები
მწერლის მიერ გამოცემული ზოგიერთი ნაწარმოები:
- Светлые тревоги. Ростовское изд-во, 1991;
- Зеркала. Ростов-на-Дону, "Булат", 1997;
- Горит мое лето. Ростов-на-Дону, МП "Книга", 1999;
- Сборник лирики Натальи Апушкиной «Кубок счастья и печали» (в серии «32 полосы» — Таганрог: изд-во «Нюанс», 2010).
Литература
- Дон литературный. Писатели России. Шолоховский край. XIX-XXI вв. [Текст] / [авт. проекта, гл. ред. и сост. Г. Губанов]. – Ростов н/Д, 2006. – 511 с.
- Смысленко, О. Я бабка повивальная у матушки поэзии [Текст] / О. Смысленко // Вечерний Ростов. – 2004. — №183. – 23 августа.
- Ягозинский, Я. В салоне ростовской «Леди Гамильтон» по-прежнему горят свечи для друзей [Текст] / В. Ягозинский // Вечерний Ростов. – 2006. — №12. – 23 января.
ინტერნეტ-რესურსები
- Наталья Борисовна Апушкина. რუსეთის მწერალთა კავშირი.
- Наталья Борисовна Апушкина. Дон литературный.
- Наталья Апушкина. Памяти поэтессы...