Mikhail Muratov
Quick Facts
Biography
მიხეილ ვლადიმერის ძე მურატოვი (რუს. Муратов, Михаил Владимирович; დ.13 მარტი1908, — გ. 30 აგვისტო, 1982) — რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1962).
ბიოგრაფია
1930 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1959 წლიდან მოსკოვის გეოლოგიური დაზვერვის ინსტიტუტის ისტორიული და რეგიონალური კათედრის გამგე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1957-იდან). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ტექტონიკის კომიტეტის თავმჯდომარე (1965 წლიდან).
მურატოვის ძირითადი სამეცნიერო შრომები შეეხება ტექტონიკის თეორიული საკითხების პრობლემებს, კერძოდ, მსოფლიოს ნაოჭა სარტყლების ტექტონიკურ აგებულებას. მურატოვი ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორია სსრკ-ის, ევროპისა და საერთოდ, მსოფლიოს ტექტონიკური და გეოლოგიური რუკებისა.
სსრკ სახელმწიფო პრემია (1951 და 1969) შრომისთვის „სსრკ-ის სამხრეთ ევროპული ნაწილისა და მოსაზღვრე ქვეყნების ალპური გეოსინკლინური სარტყლის ტექტონიკა და განვითარების ისტორია“ (1949), ევრაზიის ტექტონიკური რუკის შედგენისთვის (1: 5 000 000) და ასევე მონოგრაფიისათვის „ევრაზიის ტექტონიკა“ (1966).
თხზულებები
- Главнейшие эпохи складчатости и мегастадии развития земной коры, „Геотектоника“, 1965, № 1;
- Главнейшие структурные элементы материков, их взаимоотношения и возраст, в кн.: Международный геологический конгресс. 24 сессия. Доклады советских геологов. Проблема 3. Тектоника, М., 1972.
რესურსები ინტერნეტში
- მიხეილ მურატოვი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)