peoplepill id: mikel-pataridze
MP
Georgia Russia
2 views today
4 views this week
Mikel Pataridze
Georgian poet

Mikel Pataridze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian poet
Gender
Male
Place of birth
Kutaisi
Place of death
Baghdati
Age
64 years
The details (from wikipedia)

Biography

მიქელ აბესალომის ძე პატარიძე (დ. 5 აპრილი, 1895, ქუთაისი — გ. 7 ივლისი, 1959, ბაღდათი) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

1912 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წერს ლექსებს, სიმღერებს, ნარკვევებს და ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. წლების მანძილზე გვერდში ედგა გიორგი კეკელიძესა და მის თანამოსაგრეებს იმ დიდ წამოწყებაში, რომელსაც ისინი ეწეოდნენ ერის ფიზიკური გაჯანსაღებისათვის. იყო შესანიშნავი ათლეტი, ტანმოვარჯიშე და ალპინისტი. საზოგადოება „შევარდენი“, სადაც ეს ენთუზიასტები გაერთიანდნენ, წმინდა სპორტულის გარდა, დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო მისიასაც ასრულებდა. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ისეთი სპორტული ტერმინების შექმნას როგორებიცაა: ორძელი, ტაიჭი, ბადრო, თხილამური, წერაყინი, განმკლავი, ზემკლავი, მიმკლავი, აღმატრიალა და სხვანი.

პატალელურად მ. პატარიძე ეწეოდა ჟურნალისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობასაც. მართალია, მისი უპირველესი სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე პოეზია იყო, მაგრამ მრავალმხრივი ნიჭისა და პრაქტიკული საქმიანობის გამო აქ ჯეროვანი კვალი ვერ დატოვა, რასაც მწვავედ განიცდიდა. მისმა პოეტურმა ტალანტმა გამოსავალი ძირითადად თარგმანებში ჰპოვა. მწერალმა დაგვიტოვა რუსული პოეზიის პირველხარისხოვანი თარგმანები — პუშკინი, ლერმონტოვი, ბლოკი ბალმონტი, ესენინი, სურკოვი, სვეტლოვი და სხვები. მანვე გააცნო ქართველ მკითხველს შევჩენკო, ფრანკო, ბაჟანი, მიცკევიჩი, ხეთაგუროვი. პატარიძისეული თარგმანებით დამკვიდრდა ქართულ პოეზიაში შესანიშნავი ფრანგი პოეტი ჟ.მ. ერედია „ტროფეებით“. აქ სრულად გამოვლინდა მთარგმნელის უზადო პოეტური შესაძლებლობანი და დახვეწილი გემოვნება. აღსანიშნავია აგრეთვე მის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი რონსარის, ჰიუგოს, ბოლდერის, ვერლენის, როლანის, ვალერის, რემბოს ცალკეული პოეტური ნიმუშები.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მ. პატარიძის დამსახურება ვ. მაიაკოვსკის თარგმნის საქმეში, რასაც მან 30 წელი შეალია. ასევე დიდი ღვაწლი დასდო გამოჩენილი რუსი პოეტის სახლ-მუზეუმს ბაღდათში სადაც იგი 17 წელი მუშაობდა და აქედან ბოლო 15 წელი დირექტორი იყო.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Mikel Pataridze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Mikel Pataridze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes