peoplepill id: mikayel-avagyan
MA
Russia Armenia
1 views today
2 views this week
Mikayel Avagyan
���ომეხი მებრძოლი, ყარაბაღის ომის მონაწილე

Mikayel Avagyan

The basics

Quick Facts

Intro
���ომეხი მებრძოლი, ყარაბაღის ომის მონაწილე
A.K.A.
Miqayel Avagyan
Work field
Gender
Male
Place of birth
Bugashen, Georgia
Place of death
Horadiz, Azerbaijan
Age
36 years
The details (from wikipedia)

Biography

მიხაილ (მიქაელ) ავაქიანი (სომხ. Միքայել Ավագյան; დ. 19 აპრილი, 1957, ბუღაშენი, საქართველოს სსრ — გ. 6 მარტი, 1994, ჰორადიზი, აზერბაიჯანი) — სომეხი მებრძოლი, ყარაბაღის ომის მონაწილე.

ბიოგრაფია

მიხაილ ავაქიანი დაიბადა საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში. სოფლის 8-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სომხეთში, ქალაქ რაზდანის ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, ჩააბარა სვერდლოვსკის შინაგან საქმეთა სასწავლებელში, ხოლო შემდეგ აფხაზეთში დაიწყო მუშაობა შინაგან საქმეთა ორგანოებში. მოგვინებით გადასახლდა სოფელ აღბულაგში, სადაც დაქორწინდა კიდეც.

როდესაც ომი დაიწყო მთიან ყარაბაღში, მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში ჰორადიზში, ხოჯალში, ჰადრუთსა და ფიზულში. ცნობილი იყო მეტსახელით „კობრა“, რადგან იცოდა აზერბაიჯანული, რაც მას სადაზვერვო საქმიანობაში ეხმარებოდა. მიხაილ ავაქიანი სასიკვდილოდ დაჭრა სნაიპერმა ჰორადიზის ხიდთთან ბრძოლაში და გარდაიცვალა საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე 1994 წლის 6 მარტს 36 წლის ასაკში.

მიხაილ ავაქიანის ძეგლი სოფელ ბუღაშენში მისი გარდაცვალებიდან მალევე, 1994 წელს დაიდგა. 2019 წლის 20 იანვარს შედგა რესტავრირებული ძეგლისა და მისი სახელობის საბავშვო მოედნის საზეიმო გახსნა, თუმცა ამას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 20 იანვარს ძეგლის გახსნის ცერემონიალს ადგილობრივებთან ერთად დაესწრნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები — ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი. აღსანიშნავია, რომ ბიუსტი ავაქიანის ნათესავმა საკუთარი ფინანსებით აღადგინა.

2019 წლის 8 თებერვალს ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია გაიმართა; თბილისის პარალელურად, ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენშიც, მიხეილ ავაქიანის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მიხაილავაქიანს დარჩა მეუღლე მანუშაკ ავაქიანი.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Mikayel Avagyan is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Mikayel Avagyan
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes