Merab Kvaraia
Quick Facts
Biography
მერაბ ქვარაია (დ. 13 ივლისი, 1972, ზუგდიდი) — ქართველი ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი.
1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1995–1998 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტროლის პალატა, უფროსი ინსპექტორი; 1998–2002 წლებში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 2001–2002 წლებში შემოსავლების სამინისტროს ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ლექტორი; 2002–2005 წლებში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე; 2004–2005 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2012 წელს საქართველოს პარლამენტის პოლიტპატიმრებზე მომუშავე კომისიის წევრი; 2013–2014 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 2014–2016 წლებში ზუგდიდის საკრებულოს წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე. 2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (N65 ოლქის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2023 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პატიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. პარლამენტში შევიდა როგორც გიორგი ხელაშვილის ადგილმონაცვლე.
რესურსები ინტერნეტში
- მერაბ ქვარაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მერაბ ქვარაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)