Melkisedek Bekaia
Quick Facts
Biography
მელქისედეკ სტეფანეს ძე ბექაია (დ. 8 სექტემბერი, 1887, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ნოემბერი, 1964, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ქიმიის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1936), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
ბიოგრაფია
დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი (1912), იქვე მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ქიმიის დარგში (1913). 1912—1914 მოღვაწეობდა ევროპის სამეცნიერო ცენტრებში, ხოლო 1914—1918 წლებში – ბაქოში. 1919 წლიდან, თსუ-ის პროფესორთა საბჭოს მიწვევით, მუშაობდა თსუ-ში, ჯერ ასისტენტად და დოცენტად, შემდეგ კი პროფესორად. სხვა და სხვა დროს იყო თსუ-ის ტექნოლიგიური ქიმიის კათედრისა (1930-1936) და ანალიზური ქიმიის კათედრის (1937—1964) გამგე. ბექაიამ დაამუშავა ფოსფორის რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდი, შეისწავლა ზოგიერთი საკვები პროდუქტის ქიმიური შედგენილობა. გამოქვეყნებული ჰქონდა 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია. იყო რამდენიმე საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი.
ლიტერატურა
- თბილისის უნივერსიტეტი (1918-1968), თბილისი, 1968, გვ. 19, 45, 63, 67, 204-211.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 416, თბ., 1997 წელი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 346, თბ., 1977 წელი.